|
563 |
---|
SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 17 ივლისს დაიწყება
2023 წლის 23 - 26 ოქტომბერს ქალაქ რიადში, საუდის არაბეთი, გაიმართება „SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ საერთაშორისო გამოფენა. გამოფენას ,,SAUDI AGRICULTURE INTERNATIONAL TRADE EXHIBITION“ ყოველწლიურად, საშუალოდ 20,000-ზე მეტი ვიზიტორი სტუმრობს და 31 ქვეყნის, 250-ზე მეტი მონაწილე ესწრება. საუდის არაბეთი უმეტეს წილად დამოკიდებულია საიმპორტო სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებზე, რაც ქართველი მეწარმეებისათვის დამატებით შესაძლებლობებს აჩენს, საკუთარი პროდუქციის ექსპორტის თვალსაზრისით. გამოფენა, მონაწილეებს საშუალებას აძლევს გამართონ B2B შეხვედრები დაინტერესებულ პირებთან. ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, გამოფენაში მონაწილეობა შეეძლებათ საკვები ან/და სასმელი პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებს. განაცხადების მიღება გამოფენის შესარჩევ კონკურსში ხორციელდება 17 ივლისის 09:00 სთ-დან 7 აგვისტოს 18:00 სთ-ის ჩათვლით. გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეთ შემდეგ კრიტერიუმებს:
შესაბამისობის კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, შეფასება მოხდება შესაბამის ინდიკატორებზე ქულების მინიჭებით:
გამოფენის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წარმოადგინოთ ელექტრონულ ფოსტაზე exhibitions@rda.gov.ge ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია. განაცხადის იდენტიფიცირებისათვის, აუცილებელია, ,,subject" ველში მიუთითოთ გამოფენის დასახელება.
საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობისთვის თქვენი შეფასება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 3 ქულას. თანაბარი ქულების შემთხვევაში, კომპანიების შერჩევისას იმოქმედებს რიგითობის პრინციპი. იმ შემთხვევაში, თუ დააკმაყოფილებთ პროგრამით გათვალისწინებულ შესაბამის პირობებს, ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოდან გეცნობებათ ინფორმაცია ხელშეკრულების მომზადების შესახებ. გისურვებთ წარმატებას!
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო |
17-07-2023
წყარო: სოფლის განვითარების სააგენტო
20-02-2019 2019 წლის ბოლოს ლილოს ნაგავსაყრელი დაიხურება და ახალი უჯრედი გაიხსნება |
---|
03-06-2019 წლიურმა ინფლაციამ 2017 წლის დეკემბრის შემდეგ მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია |
18-10-2022 სასტიპენდიო პროგრამა მკვლევრებისთვის ამერიკაში |
30-04-2019 GEclose2EU კონკურსი ბიზნესისთვის |