გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს
ნავიგატორი
1200


გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აცხადებს „მწვანე ჯილდოს” კონკურსს 2022-2023 სასწავლო წლის საუკეთესო აღმზრდელის/მეთოდისტის და დაწყებითი საფეხურის (1-6 კლასი) მასწავლებლების გამოსავლენად მთელი საქართველოს მასშტაბით.

„მწვანე ჯილდოს” კონკურსში მონაწილეობა შეუძლია დაწყებითი საფეხურის ნებისმიერ პედაგოგს და ასევე საბავშვო ბაღის აღმზრდელს/მეთოდისტს, რომლებიც ამჟამად დასაქმებულები არიან საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სასწავლო პროცესში ახორციელებენ გარემოსდაცვითი ან/და აგრარული თემების სწავლებას როგორც ფორმალური, ისე არაფორმალური განათლების მიმართულებით და ატარებენ აქტივობებს შესაბამისი დამხმარე სახელმძღვანელოებიდან „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში” და „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება”.

კონკურსის მიზანია, მასწავლებლებს აუმაღლოს გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხების სწავლების მოტივაცია და მისცეს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების საშუალება. განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 20 მარტი.

სპეციალური კომისია საუკეთესო ათეულს შეარჩევს. გამარჯვებული მასწავლებელი და აღმზრდელი/მეთოდისტი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეს, 5 ივნისს გამოვლინდება.

კონკურსის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისა და დეტალების გაცნობის მიზნით, აღმზრდელებისა და მეთოდისტებისათვის გაიმართება ონლაინ ღია კარის დღე.

 


 

წყარო: https://www.bpn.ge/

04-11-2022

წყარო: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

17-02-2019

იდეების კონკურსი

19-04-2019

სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

21-12-2022

აგრო სესხი

22-02-2019

საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

22-02-2019

საქართველო მთავრობათშორისი ფორუმის - IGF-ის წევრი გახდება

17-02-2019

იდეების კონკურსი

19-04-2019

სამ თვეში 21 მილიონი ლარის ღირებულების სახელმწიფო ქონება გაიყიდა

21-12-2022

აგრო სესხი


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ