|
| 2032 |
|---|
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის ორგანიზებით ფერმერებისთვის უცხოელი აგრონომების მასტერკლასი გაიმართა
| ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციამ ამ დარგის აგროწარმოების ფერმერებისთვის აშშ-სა და იტალიიდან მოწვეული აგრონომების მასტერკლასი მოაწყო.
ასოციაციის წევრ 50-მდე ფერმერს და დაინტერესებულ პირებს USAID პროგრამის აგრო ბიზნეს კონსულტანტმა ბრიუს ბეიმ და იტალიის აგროინდუსტიული ჯგუფის „ვიტროპლანტის“ (VITROPLANT) აგრონომმა ჯერარდო გრილიმ (Gerardo Grilli)მსოფლიოში, ნუშისა და კაკლის აგროწარმოებაში არსებული გამოცდილებები გაუზიარეს.
ასოციაციის ძირითად გამოწვევას დარგში აგრონომიული ცოდნის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვა წარმოადგენს.
უცხოელი აგრონომები საქართველოში რამდენიმე დღეა იმყოფებიან და ადგილობრივ ფერმერებს საქართველოში ნუშისა და კაკლის აგროწარმოების განვითარებისთვის კონსულტაციებს უწევენ.
ნუშის და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია, 2018 წლის მაისში დაფუძნდა. ასოციაციის მიზანია ფერმერებს შორის მეტი კოორდინაცია და გამოცდილების გაზიარება. ამ ეტაპისთვის ასოციაცია 70-მდე ფერმერს აერთიანებს. |

28-02-2019
წყარო: commersant.ge
|
17-01-2023 ამბის თხრობის კურსი სამოქალაქო საზოგადოებისთვის — შეიტანეთ განაცხადი 20 იანვრამდე |
|---|
|
17-07-2023 მეფუტკრე ფერმერებისთვის ტრენინგების მესამე ფაზა იწყება |
|
02-12-2019 სამაცივრო მეურნეობა წნორში, სადაც წლიურად 360 ტონამდე ხილ-ბოსტნეულის შენახვაა შესაძლებელი |
|
15-11-2021 შარქ თენქ საქართველო |