|
| 2035 |
|---|
აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის მიწოდებას 11%-ით გაზრდის
| აზერბაიჯანიდან საქართველოში გაზის მიწოდება შესაძლოა, 11%-ით გაიზარდოს - ამის შესახებ Trend-ს აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ში განუცხადეს. როგორც Day.az წერს, 2019 წლის ორ თვეში აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-მა საქართველოში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტი განახორციელა. წლის ბოლომდე მიწოდება 1,260 მლრდ კუბურ მეტრს შეადგენს. SOCAR-ში აცხადებენ, რომ 2019 წელს სახელმწიფო ნავთობკომპანია ყველა პრობლემის გათვალისწინებით საქართველოს დაახლოებით 2,45 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის, რაც 2018 წლის მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. რაც შეეხება ავტოგასამართ სადგურებს (აგს), ბოლო მონაცემებით SOCAR-ი საქართველოში 113 აგს ფლობს. SOCAR-ი საქართველოში აზერბაიჯანის საბადოებიდან მოპოვებული ბუნებრივი აირის ექსპორტს ახორციელებს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, გაზის მოპოვება ხდება „შაჰ დენიზის“ საბადოზე, აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანიის და უცხოელი ინვესტორების მონაწილეობით. ამ დროისათვის SOCAR-ი საქართველოში როგორც ბუნებრივი აირის ძირითადი მომწოდებელია, ასევე ახორციელებს ქვეყანაში ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტს. |

03-03-2019
წყარო: bpn
|
31-03-2019 პორტისთვის ახალ კომპანიას არ ვეძებთ — სსიპ ანაკლიის განვითარების სააგენტო |
|---|
|
01-03-2023 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისთვის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამა |
|
16-03-2023 აკადემიური პროგრამები იტალიაში 2023-2024 |
|
29-09-2022 ComCom-მა კონკურსი „ნამდვილი თუ მოგონილი?!“ სტუდენტებისთვის გამოაცხადა |