სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა
ნავიგატორი
3306


სახელმწიფო 50 000-200 000 ლარამდე სესხების გარანტორად გამოვა

მთავრობის მიერ დაანონსებული საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი მიმდინარე წლის 1 აპრილიდან ამოქმედდება, რომლის ფარგლებშიც, მცირე და საშუალო ბიზნესის მიერ მიღებული საბანკო კრედიტის მაქსიმუმ 70%-ის გარანტორი საკრედიტო-საგარანტიო სქემა იქნება.

 

2019 წლის ბიუჯეტში საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველყოფისთვის 20 მლნ ლარია გათვალისწინებული.

 

აღნიშნული სქემა "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს ქვეშ ამოქმედდება, რომელიც განახორციელებს სქემის ადმინისტრირებას/ოპერირებას. სქემა დაფუძნებული იქნება პორტფელის გარანტიებზე და სესხის შეფასება განხორციელდება ბანკის მიერ.

 

სააგენტოში განმარტავენ, რომ საწარმოთა გამოკითხვაზე დაფუძნებული არაერთი კვლევა ადასტურებს, რომ ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით - მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის, ჯერჯერობით, კვლავ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. სწორედ მცირე და საშუალო ზომის საწარმოების ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებისთვის იქმნება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი.

 

მათი თქმით, საკრედიტო საგარანტიო სქემა მნიშვნელოვნად შემცირებს არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული ფინანსებზე წვდომის პრობლემას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებითი ბიძგს მისცემს ეკონომიკის და დასაქმების ზრდას.

 

"საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში გარანტია გაიცემა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ სექტორებში, როგორიცაა - წარმოება, გადამუშავება, ექსპორტზე ორიენტირებულ საქონელი და მომსახურება( მათ შორის BPO), განათლება და სხვა. საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის ბრუნვა არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს.

 

აღსანიშნავია რომ, სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, რომელთა მოცულობაც 50 000 ლარიდან 2 000 000 ლარამდე იქნება.

 

საკრედიტო-საგარანტიო სქემის კონცეფცია ამჟამად დამუშავებისა და შეთანხმების პროცესშია ეროვნულ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან, შესაბამისად შეიძლება მისი კორექტირება მოხდეს", - აცხადებენ სააგენტოში.

15-02-2019

წყარო: commersant.ge

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?

26-10-2022

კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე

15-03-2019

დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა

29-05-2019

მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

29-05-2019

მენი ბენიშმა: სამინისტროს მხრიდან ტექნოლოგიებისადმი განსაკუთრებული მიდგომა უმნიშვნელოვანესია, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიებზეა დამოკიდებული

25-04-2019

რა ღირს მარწყვი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში?

26-10-2022

კონკურსი გრაფიკული პოსტერის შექმნაზე

15-03-2019

დღეს ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის ხელმძღვანელს საქართველოში პიტერ ვიბლერს შეხვდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ