|
1650 |
---|
უცხოური ინვესტიციების მოცულობა ბოლო 5 წლის მინიმუმზეა
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2018 წელს 1 232.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 34.9 პროცენტით ნაკლებია 2017 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. „საქსტატის“ ცნობით, შემცირების გამომწვევ ძირითად მიზეზებს შორის აღსანიშნავია მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება, რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტების საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი პირდაპირი ინვესტორის მიმართ ვალდებულებების შემცირება (სასესხო დავალიანების დაფარვა). აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კერძოდ, 2013 წლის შემდეგ ინვესტიციების მოცულობა ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყანაში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ - 2013 წელს 1 020.6 მლნ დოლარი; 2014 წელს - 1 817.7 მლნ; 2015 წელს - 1 665.6 მლნ; 2016 წელს - 1 565.8 მლნ; ხოლო 2017 წელს - 1 894.5 მლნ დოლარი შეადგინა. |
11-03-2019
წყარო: bpn
28-12-2022 1 იანვრიდან შემოსავლების სამსახურის ახალი საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბი - infohub.rs.ge ხელმისავწდომი ხდება |
---|
03-08-2022 ფონდი აცხადებს ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსს |
15-04-2019 გადავლენ თუ არა შიდაგანვადებაზე სამშენებლო კომპანიები და ტექნიკის მაღაზიები |
10-05-2019 ეკონომიკის მინისტრი: ლარის კურსის გაუფასურება მოკლევადიანი რყევაა |