|
| 2010 |
|---|
„მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს“
| რადიო კომერსანტზე გადაცემაში „პროფესიონალები“ მკვლევარმა, ნოუ ჰაუ ტრენინგ ცენტრის მმართველმა პარტნიორმა საქართველოში დავით დარსაველიძემ, მინიმალური ხელფასის შესახებ ისაუბრეს. დავით დარსაველიძის თქმით, მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმს უნდა გაუთანაბრდეს და თანდათან გაიზარდოს. “აუცილებლად გადასახედია მინიმალური ხელფასის ოდენობა. დღეს დადგენილი რაოდენობა 20 ლარია, რაც ძალიან მცირეა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, მინიმალური ხელფასი არის შრიმის მინიმალური ანაზღაურება, რომელიც დასაქმებულს გადაუხადეს სამუშაოს განხორციელების ან მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მოცემულ პერიოდში დროის ან შესასრულებელი ამოცანის საფუძველზე. შეუძლებელია ამ თანხის შემცირება,რადგან იგი კანონითაა გათალისწინებული და მისი მიზანია დასაქმებული პირის მინიმალური საჭიროებები დაკმაყოფილებული იყოს ისე,რომ ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ან პოლიტიკური პირობები არ გაუარესდეს/ მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმა,რომ თუ მაღალი იქნება მინიმალური ხელფასი, ეს ფასების აწევას გამოიწვევს ყველაფერზე, მეორე მხრივ, დამსაქმებელი ცდილობს,რომ დაბალი იყოს იგი,რადგან მისი წარმოების ხარჯები არ შემცირდეს. 20 ლარით დღეს ნამდვილად არავის უნაზღაურებენ მთელი თვის გაწეულ სამუშაოს, 20 ლარი წარმოუდგენლად დაბალია და ფაქტობრივად, ეს არის რეგულაცია,რომელი არც მუშაობს. დღეს ხელფასები გაცილებით მაღალია, უბრალოდ დარჩენილია ერთეული შემთხვევები,როცა დასაქმებული საარსებო მინიმუმთან შედარებით ნაკლებ ხელფასს იხდის. გასათვალისწინებელია ასევე რეგიონებში არსებული შემთხვევები,როცა სასოფლო სამეურნეო საქმიანობებში დასაქმებული ადამიანები იძულებულები არიან ნაკლები ხელფასი მიიღონ, რადგან იქ ნებისმიერ მსგავს შემოთავაზებაზე უარის თქმა ბევრ პრობლემებთანაა დაკავშირებული. ამ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია იყვნენ დასაქმებულები და არ იყვნენ უმუშევრები. მე არ ვემხრობი იმ მოსაზრებას,რომ მინიმალური ხელფასი ძალიან უნდა გაიზარდოს და მაღალი იყოს, თუმცა ის არც ისეთი დაბალი უნდა იყოს,როგორიც 20 ლარია. 20 ლარი ნამდვილად სასაცილოა. რეგიონებში ამ მხრივ კვლევა ჩასატარებელია. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება,თუ მინიმალური ხელფასი საარსებო მინიმუმ გაუტოლდება და თანდათანობით მოიმატებს,“ - ამბობს დავით დარსაველიძე. |

04-03-2019
წყარო: commersant.ge
|
17-01-2023 სტაჟირება ევროკომისიაში — შეიტანეთ განაცხადი 31 იანვრამდე |
|---|
|
18-03-2019 მთის განვითარების ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებით, დაბა ბახმაროს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მიენიჭა |
|
15-02-2019 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბ-ნი გიორგი ქობულიას ოფიციალური ვიზიტი იაპონიაში, ქ. ტოკიოში, რომლის ფარგლებშიც გაიმართება ბიზნეს ფორუმი და ორმხრივი შეხვედრები ქართულ და იაპონურ კომპანიებს შორის |
|
05-04-2019 კომერციული დაფინანსება გერმანული კომპანია DFT Deutsche Finetrading AG-სგან |