|
| 1888 |
|---|
რა თანხას ხარჯავს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უცხოეთში საქართველოს რეკლამირებაზე
| 2019 წელს უცხოურ მედიაში საქართველოს რეკლამირებაზე ბიუჯეტით 19 281 000 ლარია განსაზღვრული. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ გამოთხოვილი ინფორმაციის საპასუხოდ, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნული თანხიდან მიმდინარე წლის 6 თვეში 8 220 444,52 დაიხარჯა. რაც შეეხება გასულ წელს, უცხოურ მედიაში საქართველოს პოპულარიზებაზე ბიუჯეტიდან 19 438 500 ლარი გამოიყო, საიდანაც 19 435 803 ლარის ათვისება მოხდა. აღსანიშნავია, რომ „ბიზნესპრესნიუსი“ ასევე დაინტერესდა, ბიუჯეტით განსაზღვრული თანხიდან, კონკრეტულად რამდენი დაიხარჯა: ვიდეო რგოლების მომზადებაში, უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურ-ოპერატორების ჩამოყვანაზე, ასევე სხვადასხვა მედია საშუალებებში საქართველოს რეკლამირებაზე, თუმცა უწყებამ ინფორმაცია დეტალურად არ მოგვაწოდა. რაც შეეხება აჭარას, 2019 წელს ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობამ უცხოურ მედიაში რეგიონის რეკლამირებაზე ბიუჯეტიდან 4 988 400 ლარი გამოყო. 2018 წელს კი ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5 880 000 ლარი, საიდანაც 5 539 564 ლარის ათვისება მოხდა. |

03-07-2019
წყარო: bpn.ge
|
16-11-2022 როგორ გადავიდეთ არა ბიომეურნეობიდან ბიომეურნეობაზე? - ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის დეტალები |
|---|
|
14-03-2019 თბილისი "Turkish Airlines"-ის 70 მილიონ მგზავრზე გათვლილ საბორტე ჟურნალში |
|
01-04-2019 გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით |
|
10-04-2019 ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ |