|
| 2059 |
|---|
საჯარო რეესტრს ავღანეთის სამთავრობო დელეგაცია ეწვია
| საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია ეწვია. დელეგაციის წევრებს საჯარო რეესტრის თავმჯდომარე ივანე ცარციძე შეხვდა. მან სტუმრებს რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა, მათ შორის ბიზნესის რეგისტრაციის მიმართულებით განხორციელებული რეფორმები გააცნო, რომელთა შედეგადაც საქართველო ბოლო წლების განმავლობაში "Doing Business” მსოფლიო რეიტინგებში მოწინავე პოზიციებს ინარჩუნებს. საჯარო რეესტრის საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარი ხარძიანმა კი სტუმრებს გამარტივებული სარეგისტრაციო პროცედურების, ელექტრონული სერვისებისა და სააგენტოს მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ წარუდგინა პრეზენტაცია. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საჯარო რეესტრის მიერ ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებას. ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის სამთავრობო დელეგაცია საქართველოში ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეკომენდაციით და დაფინანსებით იმყოფება. დელეგაციას ავღანეთის მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე ზოჰორუდინ შირზადასი ხელმძღვანელობს. |

06-03-2019
წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო
|
13-05-2019 ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო |
|---|
|
15-02-2019 იანვარში საგარეო სავაჭრო ბრუნვა 1.2%-ით გაიზარდა და 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა |
|
02-04-2019 საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანმება გაფორმდა |
|
18-02-2019 სასტიპენდიო პროგრამა არასამთავრობო სექტორის ლიდერებისთვის |