ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო
ნავიგატორი
1852

ტექნოპარკში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო

ტექნოპარკში საქართველოში პირველი საერთაშორისო აგრო კონკურსი Future Agro Challenge დაიწყო, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს, თბილისის სტარტაპ ბიუროსა და ბილაინის მხარდაჭერით ხორციელდება. Future Agro Challenge უმსხვილესი გლობალური ინიციატივაა, რომელიც ეძებს ინოვატორებსა და აგროპრენერებს საკვების, აგროტექნოლოგიების, აგროტურიზმისა და აგროკულტურის მიმართულებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ღონისძიება ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ გახსნა. ჰაკათონში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც 48 საათის განმავლობაში იმუშავებენ შემდეგ თემებზე:

Agro Logistics; Agro Tourism; Agroforestry; Animal Protein; Animal Husbandry; Dairy Alternatives; Drones and Robots; Education (Food/Agriculture); Farm Management Software; Farmers Incomes; Food E-Commerce ; Food Preservation; Food Science; Food Traceability and Safety; Health and Wellness; Indoor Agriculture; Manufacturing; Warehousing; Marketplaces; Material Science; New Farms; Nutrition; Packaging and Design; Precision Agriculture; Predictive Data Analytics; Sensors; Smart Irrigation; Snacks and Beverages; Waste Technology.

Future Agro Challenge-ის გამარჯვებული 12 მაისს გამოვლინდება. იგი მიიღებს წვდომას მსოფლიო კლასის მენტორებთან, ინვესტორებთან, პოტენციურ კლიენტებთან და ახალ საბაზრო შესაძლებლობებთან FAC Global Championship-ზე, უმთავრეს გლობალურ აგროპრენერულ სამიტზე, რომელიც ჩატარდება საბერძნეთში 2019 წლის 7-11 სექტემბერს.

13-05-2019

წყარო: on.ge

29-05-2019

შვეიცარიის პოლიცია ერთ კვირაში საქართველოში დამზადებულ უნიფორმებს ჩაიცვამს

06-03-2019

2019 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან მსოფლიოს 32 ქვეყანაში 12,2 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული

03-04-2019

ქუთაისის მიმართულებით გდანსკიდან პირველი ავიარეისი შესრულდა

30-05-2019

„ფოთში ახალ ღრმაწყლოვან ნავსადგურთან დაკავშირებით გაცემული დოკუმენტი სამშენებლო ნებართვას არ წარმოადგენს"

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ