|
1837 |
---|
საზღვრებს მიღმა eTweening-ით - ქართველი მასწავლებლის წარმატების ისტორია
მეათე წელია, ნინო ბუნტური სკოლაში მუშაობს. გორის რაიონის სოფელ აძვის საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგს სამივე საფეხურის მოსწავლეებთან აქვს ურთიერთობა. 2013 წელს, როცა ევროკომისიის საერთაშორისო პროექტ eTweening Plus-ში ჩაერთო, სამომავლო აქტივობებზე სრულყოფილი ინფორმაცია არ ჰქონდა, თუმცა 7 წლის შემდეგ, აღნიშნულ გადაწყვეტილებას თავის კარიერაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯად აფასებს. პროგრამამ, რომელშიც, როგორც თავად ყვება, ცნობისმოყვარეობისა და ინტერესის გამო ჩაერთო, გაცილებით მრავალფეროვანი და დატვირთული გახადა როგორც მისი პედაგოგიური საქმიანობა, ისე მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრება: ნინო კოლეგებთან ერთად ახალ პროექტებზე მუშაობს, მისი მოსწავლეები კი - თანატოლებთან კონტაქტზე პირდაპირ სასკოლო ოთახიდან ან სულაც სახლებიდან, ონლაინ რეჟიმში გადიან, საუბრობენ და მასწავლებლების მიერ შეთავაზებულ პროექტებზეც ერთად მუშაობენ. კომუნიკაცია ხორციელდება TwinSpace-ს მეშვეობით, რომელიც უსაფრთხო ონლაინ სივრცეს წარმოაგენს და უზრუნველყოფილია eTweening-ის მიერ. "როგორც მასწავლებელს, პროექტი თავდაჯერებულობას მმატებს. მოსწავლეებიც ხალისით ერთვებიან პროცესში. მოტივაციაც იზრდება, კომუნიკაციის მეტი საშუალება გვაქვს... დიდი როლი აქვს ტექნოლოგიებს: ხშირად ხორციელდება სკაიპ ჩართვები მოსწავლეებს შორის საგაკვეთილო პროცესში. მე შემიძლია, მაგალითად, შევუთანხმდე იტალიის რომელიღაც სკოლას, ჩემს პარტნიორ მასწავლებელს, შევარჩიოთ ოპტიმალური დრო სკაიპ ჩართვისთვის და რეალურ რეჟიმში დაელაპარაკონ ბავშვები ერთმანეთს ამა თუ იმ თემაზე. კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, ინგლისურ ენაზე ხდება და მოსწავლეები ენობრივი თავლსაზრისითაც იზრდებიან", - ამბობს ის. |
07-03-2019
წყარო: EU NEIGHBOURS
16-06-2023 ცხადდება მიღება IRI-ის ლიდერთა ბანაკში |
---|
20-02-2019 საქართველოში რძის და ხორცის წარმოება გაიზარდა, კვერცხის კი შემცირდა |
23-12-2022 სტუდენტური ბლოგების კონკურსი |
01-05-2019 11 მაისი, ახალი ღვინის ფესტივალი 2019-ის პროგრამა |