|
| 2429 |
|---|
„ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“ - როგორ ხდებოდა თბილისში K2 კოეფიციენტის მიღება
| გენგეგმის ავტორის მამუკა სალუქვაძის განცხადებით, 6 მილიონ კვ.მ ფართობზე უკვე გაცემულია მშენებლობის ნებართვა და შესაბამისად, მათზე კოეფიციენტის შეზღუდვასთან დაკავშირებული რეგულაცია არ გავრცელდება. მამუკა სალუქვაძის განმარტებით, მისთვის უცნობია აღნიშნული ნებართვებიდან რამდენს აქვს K2 კოეფიციენტი ნაყიდი. „იყო ასეთი მავნე პრაქტიკა, რომ გარკვეული საფასურის ფასად ხდებოდა სართულების და ფართის მატება. ამით კი დიდ მოგებაზე გადიოდა ინვესტორი, მაგრამ ქალაქს სერიოზული პრობლემები ექმნებოდა. ჩვენ მივიღეთ მახინჯი და არაადეკვატური შენობები, რომელიც 4-5-სართულიანი კორპუსების გვერდით განთავსდა. სამი წლის წინ პირველი, რაც გენგეგმამ მერიას შესთავაზა განაშენიანების წესებში K2 კოეფიციენტის შესყიდვის შეზღუდვა იყო. მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება და კოეფიციენტების მატება ცენტრალურ უბნებში აკრძალეს. მაგრამ საქმე ისაა, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმით (გრგ) ეს კოეფიციენტის მატების უფლება მაინც დარჩა ინვესტორს. კახა კალაძის წინადადება ძალიან გაბედული ნაბიჯია და ეს დაშვება, რომლის მიხედვითაც გრგ-თი კოეფიციენტის მატება შესაძლებელი იყო, აღარ იარსებებს. ახალი რეგულაცია ყველა ხვრელს ამოქოლავს“, - განაცხადა მამუკა სალუქვაძემ. შეგახსენებთ, რომ თბილისში სამშენებლო სექტორში ახალი რეგულაციები შემოდის. დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, აღიკვეთება K2 კოეფიციენტების გაყიდვა და კოეფიციენტების მატება. რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვასა და გრგ-ზე, რომელიც რეგულაციის ამოქმედების მომენტიდან იქნება მიღებული წარმოებაში. |

15-02-2019
წყარო: bpn
|
16-03-2023 საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2023-2024 |
|---|
|
22-08-2019 სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესახებ საჯარო დებატები გაიმართება |
|
28-02-2019 ნათია თურნავა: „ ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას" |
|
01-05-2019 თბილისის ყველა რაიონში კვირაში 2-3 დღე გარევაჭრობა სპეციალურ ადგილებზე უფასო იქნება |