რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება
ნავიგატორი
1417


რის მშენებლობას გეგმავდა პარლამენტარი თაბორის მთაზე, რაზეც მერია არ თანხმდება

დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, პარლამენტის წევრი ბექა ოდიშარია, თაბორის მთაზე სასტუმროის ვერ ააშენებს.

კერძოდ, როგორც კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა მათთვის არ არის მისაღები.

მიუხედავად იმისა, რომ ამ კონკრეტულ მიწის ნაკვეთზე გაცემული არის არქიტექტურული გეგმარებითი დავალება, იქ რამდენიმე ნაკვეთს, ზონებს ადევს შესაძლებლობა პროექტის მშენებლობის განხორციელების, თუმცა ვიმეორებ, ჩვენ გამოვდივართ ქალაქის ინტერესებიდან.

ჩემი დიდი პატივისცემა მინდა დავუდასტურო ბექას, თუმცა ამ კონკრეტულ მონაკვეთზე მშენებელობა ჩვენთვის არ არის მისაღები. ვიმეორებ, ბექა არის კეთილსინდიერი მფლობელი ამ მიწის და ჩვენ არ უნდა დავაზარალოთ, როგორც სხვა შემთხვევაში მოხდა. იგივე იყო კუს ტბის ტერიტორიაზე, რესტორან „ოტიუმის“ წინ, სადაც გაცემული იყო არქიტექტურული გეგმარებითი დავალება. იქაც უნდოდათ სასტუმროს პროექტის განხორციელება. იგივე იყო ვაკის პარკთან, მაგრამ ვიმეორებ, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ადგილები შევინარჩუნოთ და პირველ რიგში, გამოვიდეთ ქალაქის ინტერესებიდან,“ - განაცხადა ქალაქის მერმა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლების მოასპოვებლად ბექა ოდიშარიას არქიტექტურის სამსახურისთვის ჯერ კიდევ 2016 წელს აქვს მიმართული. 2018 წელს კი სამსახურისგან პროექტის ესკიზზე თანხმობაც აქვს მიღებული.

13-03-2019

წყარო: bpn

03-04-2019

შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა

04-04-2019

DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები

04-08-2019

თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება

26-02-2019

მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

26-02-2019

მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

03-04-2019

შიდა ქართლის გუბერნატორმა გრინვეის სერვის ცენტრი დაათვალიერა

04-04-2019

DWV-Training მომსახურების ხარისხის მართვის სტრატეგიული მიდგომები

04-08-2019

თანამშრომელს ხელფასებს უზრდის-განცხადება


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ