ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა
ნავიგატორი
2092

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ელმავალმშენებელ ქარხანაში შევიდა

როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, საგამოძიებო პროცესი 2019 წლის 24 იანვარს დაიწყო.

"გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის "დ" და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტებით. გამოძიების ფარგლებში, სასამართლო განჩინებების საფუძველზე სს "ელმავალმშენებელი"-დან ამოღებულია 2017-2019 წლების საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაცია და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. ამოღებულ დოკუმენტებზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დანიშნულია და მიმდინარეობს თემატური რევიზია.

გამოძიების დაწყებამდე, შემოსავლების სამსახურის მიერ, მიმდინარეობდა სს "ელმავალმშენებელის" 2016-2019 წლების პერიოდის საგადასახადო შემოწმება და ინვენტარიზაცია, რომელიც ამჟამადაც გრძელდება", – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ელმავალმშენებელი ქარხნის დასაქმებულებმა კოლექტიური შრომის დავა დაიწყეს. პროფკავშირების ინფორმაციით, თანამშრომლები 6 თვის სახელფასო დავალიანებას და შრომითი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათი განცხადებით, უმეტესობას კუთვნილი ანაზღაურება რამდენიმე თვეა არ აუღია.

17-02-2019

წყარო: commersant.ge

05-07-2019

შემოსავლების სამსახურის მოძრავი სერვისცენტრი გადამხდელებს 37 ლოკაციაზე მოემსახურება

19-12-2022

GITA-ს მხარდაჭერით მეტავერსში Girls in Web3 კონფერენცია გაიმართება

23-02-2019

„EIB-ის მიერ აგროსექტორისთვის გამოყოფილ 100 მლნ-ზე უარის თქმის ერთ-ერთი მიზეზი ლარიზაცია გახდა“

18-03-2019

2018 წლის IV კვარტალში ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 61.1 ლარით გაიზარდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ