|
2038 |
---|
ევროკავშირი და საქართველოს მთავრობა მარნეულში მწვანე ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების პილოტურ პროექტს იწყებენ
პილოტური პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ კარლ ჰარცელი, ევროკავშირის ელჩი საქართველოში და ხატია წილოსანი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე და ქ.მარნეულის მერი.
პილოტური პროექტი ეხმარება მარნეულის კომპოსტირების საწარმოს ადგილობრივი მაცხოვრებლებისა და მუნიციპალური ორგანიზაციებისგან მწვანე ნარჩენების შეგროვების გაუმჯობესებაში. კერძოდ, შეძენილ იქნა 30-ზე მეტი 1,100 ლიტრიანი კონტეინერი მარნეულის სხვადასხვა ადგილებში განსათავსებლად. აგრეთვე, შეძენილ იქნა 12 ლიტრიანი 120 კონტეინერი, რომლებიც დარიგდება სამიზნე ოჯახებსა და საბავშვო ბაღებში სამზარეულოს მწვანე ნარჩენების შესაგროვებლად.
პილოტური პროექტი მომზადდა და ხორციელდება ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, მარნეულის კომპოსტირების საწარმოსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით და მიზნად ისახავს ქვეყანაში მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვებისა და რეციკლირების ხელშეწყობას. პროექტის მიზანია იმ მწვანე ნარჩენების ეფექტიანად გამოყენება, რომლებიც რეგიონულ ნაგავსაყრელებზე ხვდება და მათი მოცულობის დაახლოებით 50%-ს იკავებს, და ამ გზით სათბურის აირების ემისიების შემცირება.
პილოტური პროექტის პრეზენტაციის დროს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა პროექტის დადებითი მხარეები და სარგებელი, აგრეთვე მარნეულის კომპოსტირების საწარმოს პრობლემები მწვანე ნარჩენების შეგროვება-გასაღებასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ სტუმრებმა კომპოსტირების საწარმო მოინახულეს. დიდი ზომის კონტეინერები დაიდგა საცხოვრებელ უბნებში და რამდენიმე საბავშვო ბაღში, ხოლო მცირე ზომის სამზარეულოს კონტეინერები დარიგდა სამიზნე ოჯახებსა და შერჩეულ საბავშვო ბაღებში. აამავე დროს გაიმართა საინფორაციო შეხვედრა მოსარგებლე მხარეებთან, რომლის დროსაც ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის ექსპერტებმა მწვანე ნარჩენების შეგროვების მიზანი და მეთოდი განმარტეს. ღონისძიების დასასრულს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა ერთ-ერთ სამიზნე საბავშვო ბაღში წარმოადგინა გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისა და განათლების კუთხით ცენტრის მიერ განხორციელებული ღონისძიებები და დაარიგა გარემოსდაცვითი საინფორმაციო მასალები.
დამატებითი ინფორმაცია კომპოსტირების საწარმო მდებარეობს 2 ჰა ფართობის მქონე ტერიტორიაზე. კომპოსტის მისაღებად გამოიყენება 1 ჰა ფართობი. საწარმო შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:
საპროექტო წარმადობა: დაახლოებით 5000 ტონა წელიწადში მიმდინარე წარმადობა: 4 ტონა კომპოსტი 20 ტონა მწვანე ნარჩენისგან ნედლეული და მისი წყარო: მარნეულის საკონსერვო ქარხნის და აგრარული ბაზრის მწვანე ნარჩენები კომპოსტირების ტექნოლოგია: კომპოსტირების აერობული პროცესი, რომელიც 4 ძირითად კომპონენტს საჭიროებს: ორგანული მასალა, ტენი, ჟანგბადი და აერობული ბაქტერიები. ნედლეულად გამოიყენება მარნეულის საკონსერვო ქარხნის და აგრარული ბაზრის მწვანე ნარჩენები. აერობული ბაქტერიები მწვანე ნარჩენს მოუმწიფებელ კომპოსტად შლიან. ის მდიდარია აზოტით და უხეში სტრუქტურა აქვს. კომპოსტის მომწიფებას დაახლოებით 2-3 თვე ჭირდება. შედეგად მოუმწიფებელი კომპოსტი საკვები ელემენტებით მდიდარ ფოროვან ნიადაგად - მწიფე კომპოსტად გარდაიქმნება. კომპოსტი: გახრწნილი ორგანული მასალა, რომელიც მცენარეების სასუქად (ნიადაგის დანამატად) გამოიყენება. კომპოსტი:
ევროკავშირმა სეპარირებისთვის მწვანე ნარჩენები შემდეგი მოსაზრებებით შეარჩია:
|
18-03-2019
წყარო: ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში
11-11-2022 ფერმერებს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ პროგრამის დეტალები გააცნეს |
---|
18-10-2019 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს ახალი ტექნიკა გადაეცა |
10-04-2019 გამოკითხულთა უმრავლესობა დაგროვებითი პენსიის რეფორმას უარყოფითად, ან ძალიან უარყოფითად აფასებს - TI |
03-06-2020 EU4Business: COVID-19-ის საინფორმაციო მხარდაჭერის ახალი პლატფორმა ბიზნესს |