|
| 1839 |
|---|
გიორგი ქობულია: „ჰონგ კონგის ბიზნესის წარმომადგენლები ჩვენი ეკონომიკის რამდენიმე ძირითადი სექტორის შესწავლით არიან დაინტერესებული"
| „იმედი გვაქვს, ჰონგ კონგი გახდება ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი" – ეს განცხადება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომელსაც ჰონგ კონგის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანი ხელმძღვანელობს. ჰონგ კონგის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საინვესტიციო შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში იმყოფებიან.
„ჰონგ-კონგის ბიზნესდელეგაციამ გამოხატა დიდი დაინტერესება ჩვენი ქვეყნის მრავალი სექტორით, ბევრი კითხვა იყო ენერგეტიკის, წარმოების, ტექნოლოგიების, IT-ის სექტორების მიმართულებით. მათ ძირითადად აინტერესებთ, თუ რით არის გამორჩეული ჩვენი ქვეყნის ბიზნესგარემო, რით ვჯობივართ ან რით გავუწევთ კონკურენციას სხვა ლოკაციებს მათი ბიზნესის გასავითარებლად. ამ კითხვებზე ჩვენგან მიიღეს საკმაოდ დეტალური პასუხები, გამოხატეს კმაყოფილება და ველოდებით შემდგომ ნაბიჯებს. იმედი გვაქვს, რომ ჰონგ კონგი გახდება ჩვენი ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო და ბიზნესპარტნიორი მომავალში" - განაცხადა გიორგი ქობულიამ.
|

19-03-2019
წყარო: commersant.ge
|
11-04-2019 ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს |
|---|
|
16-11-2022 საქართველოში პირველი საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და მომხმარებლის უფლებები“ იმართება |
|
29-03-2019 ევროკავშირი 2022 წლიდან ახალ ავტომობილებში „შავი ყუთის“ ვალდებულებას შემოიტანს |
|
11-04-2019 საუკეთესო რჩევები „ფინანსური მოცარტისა“ და ევროპაში ნომერ პირველი კონსულტანტის ბოდო შეფერისგან |