ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს
ნავიგატორი
1396


ფინანსთა სამინისტრო: მსოფლიო ბანკი განათლების რეფორმას მხარს უჭერს

მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას, - ამის შესახებ აშშ-ში ფინანსთა მინისტრს ივანე მაჭავარიანსა და ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცეპრეზიდენტს, სირილ მიულერსა და ბანკის აღმასრულებელ დირექტორს, კოენ დევიდს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსთან თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტით გათვალისწინებული პრიორიტეტული მიმართულებები. მსოფლიო ბანკი მიესალმება მთავრობის მიერ ინიცირებულ განათლების რეფორმას. ბანკის წარმომადგენელთა მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, აქტიურად ჩაერთონ აღნიშნული რეფორმის განხორციელების პროცესში, როგორც ფინანსური მხარდაჭერის გზით, ასევე, ექსპერტების მონაწილეობით.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკი გააგრძელებს საქართველოსთან თანამშრომლობას ინფრასტრუქტურის, განსაკუთრებით, ენერგეტიკის სექტორში. ის გამოყოფილი ფინანსური სახსრები, რომელიც მსოფლიო ბანკის მხრიდან უნდა დაიხარჯოს შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში, საკმაოდ შთამბეჭდავია. რაც შეეხება განათლების რეფორმას, ეს არის გრძელვადიანი რეფორმა და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პროცესში ისეთი პარტნიორის მხარდაჭერა, როგორიც არის მსოფლიო ბანკი“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა.

„ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანთან და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დელეგაციასთან მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრის ფორმატში შეხვედრა. ჩვენ გვქონდა ძალიან კარგი დისკუსია მთავრობის პრიორიტეტებსა და იმ პროექტებზე, რომელიც საქართველოში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება. კერძოდ, ჩვენ განვიხილეთ განათლების საკითხები, სადაც საქართველოს მთავრობა ცდილობს ვითარების გაუმჯობესებას და ამით ქვეყანას მისცეს წინსვლის საშუალება. ასევე, განვიხილეთ ენერგეტიკული სექტორი და ქვეყნის ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა. მოხარული ვარ, რომ საქართველო აგრძელებს მტკიცე ზრდას, მიუხედავად რთული ეკონომიკური მდგომარეობისა მეზობელ ქვეყნებში“, - განაცხადა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.

“ფინანსთა მინისტრმა ჩვენთან საუბრისას, აქცენტი გააკეთა დაწყებითი, საშუალო განათლებისა და პროფესიული გადამზადების მასშტაბურ რეფორმაზე და ვფიქრობ, მსოფლიო ბანკი მტკიცედ დაუჭერს მხარს ამ ამბიციურ ინიციატივას“, - აღნიშნა ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა, კოენ დევიდსმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებშია, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, მსოფლიო ბანკი საქართველოში მიმდინარე რეფორმების აქტიური მხარდამჭერია. მსოფლიო ბანკთან 25-წლიანი თანამშრომლობის განმავლობაში, საქართველოში ბანკის 100-ზე მეტ პროექტში, დაახლოებით, 4.3 მლრდ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია განხორციელდა.

მთავრობის მიერ განათლების რეფორმასთან დაკავშირებით შემუშავებული ინიციატივის „განათლება - გზა თავისუფლებისკენ“ მიხედვით, 2019 წლის ბიუჯეტში განათლების სექტორზე 1,6 მილიარდი ლარი გამოიყოფა. ახალი ინიციატივით, 2019 წლის ბიუჯეტში, განათლების სექტორზე 1, 6 მილიარდი გამოიყოფა, 2020 წელს - 2 მილიარდი, 2021 წელს -  2,5 მილიარდი, ხოლო 2022 წელს ის გაუტოლდება მთლიანი შიდა პროდუქტის 6 პროცენტს, ანუ 3,4 მილიარდ ლარს.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

04-04-2019

აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია

25-03-2019

„თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“

15-04-2019

Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

16-03-2023

საერთაშორისო სახელოვნებო აკადემიური პროგრამები 2023-2024

04-04-2019

აზიის განვითარების ბანკი - საქართველოს ეკონომიკა კვლავაც ნაკლებად დივერსიფიცირებულია

25-03-2019

„თუ გენერაციის ახალი წყაროები არ დაემატა, დენის იმპორტი ზაფხულშიც აუცილებელი გახდება“

15-04-2019

Facebook-ის აქციონერების ნაწილი მარკ ცუკერბერგის გადადგომას ითხოვს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ