|
| 4003 |
|---|
„ბიზნესპრესნიუსის“ გამოკითხვა - სუპერმარკეტების რომელი ქსელის მომხმარებელი ხართ?
| საცალო ვაჭრობის სექტორი საქართველოში სწრაფად ვითარდება. ბოლო 4 წლის განმავლობაში სექტორის შემოსავლები 5,8%-ით გაიზარდა და 2017 წელს 7.8 მილიარდ ლარს მიაღწია. TBC Capital-ის კვლევის მიხედვით, 2017 წელს მთლიანი სექტორის შემოსავლების 16%-ორგანიზებულ; ხოლო 84% არაორგანიზებულ ობიექტებზე მოდის. თავის მხრივ ორგანიზებული ობიექტები კი, როგორებიცაა ჰიპერმარკეტები და ბრენდირებული სუპერმარკეტები, ბაზარს შემდეგნაირად ინაწილებენ: ლიდერია „კარფური“ -29%-ით; მას მოსდევს „ნიკორა“, რომელიც ბაზრის 21%-ს იკავებს; მე-3 ადგილზეა „ორი ნაბიჯი“ – 13%-ით; მე-4 პოზიციას 10%-ით „სპარი“ იკავებს, ხოლო მე-5-ზე „გუდვილია“, რომელზეც ბაზრის 9%-იანი წილი მოდის. ათეულში არიან ასევე: „უნივერსამი“-5%; „აგროჰაბი“, „მაგნიტი“ და „დეილი“, რომელთაც ბაზრის 2%-2%-2% უკავიათ და „ევროპროდუქტი“ 1%-იანი წილით. 6% კი სხვა მოთამაშეებს უკავიათ. „ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა, თუ სუპერმარკეტების რომელ ქსელს ანიჭებენ უპირატესობას მომხმარებლები. შესაბამისად, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით გთავაზობთ გამოკითხვას. |

21-03-2019
წყარო: bpn.ge
|
18-02-2019 იანვარში „ენგურჰესისა“ და „ვარდნილჰესის“ გამომუშავებული ელექტროენერგიის 95.9% აფხაზეთმა მოიხმარა |
|---|
|
25-10-2022 26-28 ოქტომბერს საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება |
|
29-08-2019 კონსულტაცია კონკურსისთვის:საჯარო ინტერესის დაცვა მუნიციპალიტეტში |
|
31-03-2019 ქობულეთში 500 მილიონი ლარის ევროპული ინვესტიცია განხორციელდება |