გალფის ქსელში დღეიდან G-Force-ის განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაიყიდება
ნავიგატორი
1911

გალფის ქსელში დღეიდან G-Force-ის განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაიყიდება

გუშინ, 15 მაისს Republic-ში კომპანია გალფმა მისი განახლებული საწვავის პრეზენტაცია გამართა. G-Force-ის უნიკალური დანამატი Green Boosterსაწვავს უფრო ეკომეგობრულს ხდის. მისი ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში. მავნე კომპონენტების ემისია მცირდება 40 პროცენტით. ბენზინსა და დიზელში მკვეთრად მცირდება ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს საწვავში ეკოლოგიურობის ფაქტორს.

ჩვეულებრივი საწვავისგან განსხვავებით G-Force ზრდის განვლილ მანძილს, შესაბამისად ამცირებს ხარჯს საწვავზე. საწვავის მოხმარება მცირდება 4,7 პროცენტით. საწვავში არსებული სპეციალური ტექნოლოგია ეფექტურად ასუფთავებს ძრავს ნადებისგან 79 პროცენტით და ამცირებს ცვეთას.

საერთაშორისო ლაბორატორია SGS-მა გამოიკვლია განახლებული G-Force-ის პრემიუმისა და ევრო დიზელის ტიპის საწვავები, სადაც დადგინა, რომ საწვავი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ევროპის სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

16-05-2019

წყარო: on.ge

13-09-2023

მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა

17-10-2019

ფრანკფურტის წიგნის ფესტივალზე საქართველოს ეროვნული სტენდი გაიხსნა

03-04-2023

დასაქმებისა და კარიერული განვითარება სასწავლო კურსი ქალებისთვის - აჭარა

10-10-2022

კონკურსი ახალგაზრდებისთვის „ეს ქვეყანა შენია“

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ