|
| 2178 |
|---|
2018 წელს საქართველოში ნავთობის მოპოვება შემცირდა
| 2017 წელს ნედლი ნავთობის მოპოვებამ 31 994 ტონა შეადგინა, 2016 წელს - 38 557 ტონა, 2015 წელს - 40 206 ტონა. შემცირების ტენდენცია 2011 წლიდან (49 946 ტონა) დაიწყო. საქართველოში ნავთობის მოპოვებით საქმიანობას 5 ინვესტორი კომპანია ახორციელებს: ”ბლეკ ოილ ენდ გეზი”, ”ჯინდალ პეტროლიუმ ლიმიტედი”, ”ფრონტერა რისორსიზ ჯორჯია”, ”ჯორჯია ოილ ენდ გეზი” და „ვი-პი ჯორჯია“. კიდევ 7 ინვესტორი ძებნა-ძიებით სამუშაოს აწარმოებს. საქართველოში გამოვლენილია ნავთობის 16, და ბუნებრივი აირის 1 საბადო. საქართველოში ნავთობის მოპოვების პიკური პერიოდი 1980-1983 წლებზე მოდის, როდესაც წლიური მოპოვების მაჩვენებელი 3,200,000 ტონას შეადგენდა. ამ პერიოდში საქართველოში გამოვლენილი საბადოების პოტენციალის უდიდესი ნაწილის ათვისება მოხდა. საბჭოთა პერიოდის განმავლობაში საქართველოში ჯამში 25,000,000 ტონა ნედლი ნავთობი მოიპოვეს. საქართველოში ყველაზე დიდი საბადოებია: სამგორი-პატარძეული-ნინოწმინდა, სამგორის სამხრეთი თაღი და თელეთი. |

18-02-2019
წყარო: commersant.ge
|
24-11-2022 სტუმართმასპინძლობის ჰაკათონი |
|---|
|
16-06-2023 ანალიტიკური სტატიების ყოველწლიურ კონკურსს თემაზე: მონაცემები ცვლილებებისთვის |
|
27-02-2019 ახალი საკანონმდებლო ინიციატივა მცირე ბიზნესისთვის - დღგ-ს ზღვარის გადახედვას ბიზნესი „კომერსანტთან“ აფასებს |
|
08-04-2019 Netflix-ი ფასებს ზრდის |