სტუმართმასპინძლობის ჰაკათონი
თელავის, გურჯაანის ტექნოპარკებისა და ახმეტის ინოვაციების ცენტრის ინიციატივით, ჰაკათონის ორგანიზების მომსახურების შესყიდვა, რომელიც მიზნად ისახავს კახეთის რეგიონის მასშტაბით სტუმართმასპინძლობის სექტორში არსებული გამოწვევების ინოვაციური, ტექნოლოგიური გზით გადაწყვეტას.
ღონისძიება უნდა ჩატარდეს თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 10-11 დეკემბერს
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოიყენონ თელავის ტექნოპარკის სივრცე და უფასოდ ისარგებლონ ფაბლაბში წარმოდგენილი დანადგარების სერვისებით.
წყარო: GITA