|
| 2082 |
|---|
კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა
| სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ ორგანიზებული საინვესტიციო მისიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა და დირექტორმა შეხვედრა გამართეს ტურიზმის ინდუსტრიაში მოღვაწე ისეთ ცნობილ კომპანიასთან, როგორიც არის “Iberostar Group”. კომპანია „Iberostar Group” 1956 წელს, კუნძულ მალიორკაზე ჩამოყალიბდა, მოღვაწეობს 20-მდე ქვეყანაში მსოფლიოს მასშტაბით და 120-ზე მეტი მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს მფლობელია. ვინაიდან კომპანიის სასაქონლო ნიშანს წარმოადგენს "პირველი ხაზის" სასტუმროები ("first line" hotels), რაც გულისხმობს სანაპიროს პირველ ზოლზე სასტუმროების განთავსებას, სააგენტომ აწარმოე საქართველოში ჯგუფს გააცნო შავი ზღვის საინვესტიციო პოტენციალი, საქართველოს ბუნებრივი, გეოგრაფიული და კლიმატური პირობები და შესთავაზა აჭარის რეგიონში ინვესტირება უძრავი-ქონების და სასტუმროს ინდუსტრიის მიმართულებით. სააგენტოს დირექტორი, მიხეილ ხიდურელი, ასევე, ესაუბრა კომპანიას საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ ნაკადზე და შესაბამისად, ტურისტული ინფრასტრუქტურის მზარდ მოთხოვნაზე, საქართველოში ბიზნესის კეთების სიმარტივესა და დაბალ გადასახადებზე. აღსანიშნავია, რომ ესპანური კომპანია დაინტერესდა საქართველოში არსებული ტურისტული პოტენციალით, კერძოდ: შავის ზღვის სასაზღვრო ზოლზე მაღალი კლასის სასტუმროს მშენებლობის შესაძლებლობით, საქართველოს გამჭვირვალე, ტრანსფარენტული და უსაფრთხო ბიზნეს გარემოთი. |
15-02-2019
წყარო: enterprisegeorgia
|
26-03-2019 რომელია მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანია |
|---|
|
12-09-2019 საერთაშორისო გამოფენაზე APIMONDIA 2019 ქართული თაფლი პირველად იყო წარმოდგენილი |
|
25-06-2019 მარიამ ქვრივიშვილი: ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ კერძო სექტორთან პრობლემების აღმოსაფხვრელად |
|
25-06-2019 შალვა ალავერდაშვილი - ბაქოდან, ერევნიდან და ტრაპიზონიდან უფასო ე.წ. შატლები უნდა დავნიშნოთ, რომლითაც საქართველოში რუსი ტურისტები მარტივად შემოვლენ |