პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია
ნავიგატორი
1763


პაშა ბანკი საქართველოში სატელეკომუნიკაციო შეხვედრების — TMG 2019-ის სპონსორია

10-11 აპრილს, TMG 2019 — "სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში" გაიმართება. პაშა ბანკი უკვე მესამედ გაუწევს სპონსორობას აღნიშნულ ღონისძიებას, რაც ბანკის მხრიდან, გამოხატავს საქართველოში ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების და ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას.

პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის საწარმოებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

"სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში" 2010 წლიდან ტარდება. ღონისძიებას რამდენიმე ათეული დელეგატი ესწრება საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთის და ევროპის საშუალო და მსხვილი სატელეკომუნიკაციო კომპანიებიდან.

ღონისძიება კავშირგაბმულობის ბაზარზე არსებულ სიახლეებს აშუქებს. ამასთან, ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებს შორის ორმხრივ შეხვედრებს მართავს, რითიც ინფორმაციის გაცვლასა და ახალი საქმიანი ურთიერთობების დამყარებას უწყობს ხელს.

TMG 2019-ის მონაწილეთა შორის არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორებიცაა: China Mobile (ჩინეთი), RETN Capital (გაერთიანებული სამეფო), NewTelco (გერმანია), DanTelco (დანია), IPVOIP s.r.o. (ჩეხეთი) და სხვები.

"პაშა ბანკი ღონისძიებას "სატელეკომუნიკაციო შეხვედრები საქართველოში“ უკვე მესამედ უჭერს მხარს. ჩვენი გუნდი კიდევ ერთხელ გამოხატავს მზაობას ხელი შეუწყოს საქართველოში ადგილობრივი ბიზნესის და ეკონომიკის განვითარებას. იმედი მაქვს, სატელეკომუნიკაციო/კავშირგაბმულობის ბაზრის განვითარებისთვის, აღნიშნული ღონისძიება, ისევე, როგორც წინა წლებში, წარმატების მომტანი იქნება", — აღნიშნა გოგა ჯაფარიძემ, პაშა ბანკისკომერციულმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს წევრმა.

"პაშა ბანკი "სატელეკომუნიკაციო შეხვედრების" სპონსორია უკვე მესამე წელია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა ღონისძიებისთვის არა მხოლოდ ფინანსური, არამედ არამატერიალური კუთხითაც. პაშა ბანკის გვერდში დგომა ნიშნავს იმას, რომ ბანკი მიესალმება და იზიარებს იმ მიზნებსა და ხედვებს, რაც ჩვენს ღონისძიებას გააჩნია ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის ხელშეწყობისთვის", — განაცხადა TMG-ის ორგანიზატორმა, სოფი ამირანაშვილმა.

03-04-2019

წყარო: on.ge

17-07-2023

EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს

29-08-2019

2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება

29-08-2019

2019 წლის შემოდგომაზე იაპონიაში რაგბის მე-9 მსოფლიო თასი გაიმართება

17-07-2023

EU4Youth პროგრამა ახალგაზრდების დასაქმებისა და მეწარმეობის წასახალისებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში 9 პროექტს იწყებს

30-08-2019

ჩინური დღიური - პრეზენტაცია

02-04-2019

სურსათის მაღაზიებში ამბობენ, რომ მოსახლეობა ნაგვის პარკებს იმარაგებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ