„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის გადარიცხვას მობილურის ნომრით, ან ელ.ფოსტით სთავაზობს
ნავიგატორი
1766

„ვითიბი ბანკი“ მომხმარებელს თანხის გადარიცხვას მობილურის ნომრით, ან ელ.ფოსტით სთავაზობს

„ვითიბი ბანკი“ ბარათიდან ბარათზე თანხის გადარიცხვის სერვისს ამარტივებს. გადარიცხვა უკვე შესაძლებელია მიმღების არასაბანკო რეკვიზიტების – ტელეფონის ნომრის, ან ელ. ფოსტის მისამართის მითითებით. მომსახურება ხელმისაწვდომია საქართველოში რეგისტრირებული ნებისმიერი ბანკის Visa-სა და Mastercard-ის ბარათების მფლობელი კლიენტებისთვის. გადარიცხვის შესასრულებლად თანხის გამგზავნმა აპლიკაციაში უნდა შეიყვანოს საკუთარი ბარათის 16-ციფრიანი ნომერი, მოქმედების ვადა და CVV2/CVC2 კოდი, ასევე – მიმღების მობილური ტელეფონის ნომერი, ან ელ.ფოსტის მისამართი. დავალების რეგისტრაციისთანავე, მიმღებს მითითებულ ტელეფონის ნომერზე, ან ელ. ფოსტის მისამართზე გაეგზავნება საინფორმაციო შეტყობინება ტრანზაქციის შესახებ და ინტერაქტიულ ბმული. ბმულზე გადასვლით მიმღები შეძლებს თანხის სასურველ ბარათზე ჩარიცხვას. ის, ასევე, უფლებამოსილი იქნება, გაააქტიუროს თანხის ავტომატურად ჩარიცხვის ფუნქცია და მიმართოს თანხა ბარათზე ყოველგვარი დამატებითი ქმედების გახორციელების გარეშე. სერვისით სარგებლობა შესაძლებელია ნებისმიერ დროს (24/7), საიტზე: hub.vtb.ge თანხის გადარიცხვა დაშვებულია მხოლოდ ლარში. მიმღების ბარათზე თანხა აისახება მომენტალურად. R

03-04-2019

წყარო: kvira.ge

18-03-2019

ბერლინში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალები მამაკაცებზე უფრო ნაკლებს გადაიხდიან

10-04-2019

ემუქრება თუ არა მსოფლიოს პურის დეფიციტი

25-03-2019

ქართული ღვინო საფრანგეთის ქალაქ ტულონში გასტრონომიის ყოველწლიურ ფესტივალ „Salon Bacchus"-ზე იყო წარმოდგენილი

04-04-2019

მთავრობამ წინანდალში სამორინეს მოწყობაზე სანებართვო მოსაკრებელი გააუქმა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ