ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება
ნავიგატორი
1715

ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

პრემიერ-მინისტრი დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა განათლება და დაგეგმილი რეფორმები იყო.

მამუკა ბახტაძემ ხვალინდელი მთავრობის სხდომის მთავარი თემა დააანონსა და თქვა, რომ სამომავლოდ საერთო ბიუჯეტის მეოთხედი ყოველწლიურად განათლების სფეროს მოხმარდება და ეს სიახლე კანონში ჩაიწერება.

„ხვალ არის მთავრობის სხდომა, სადაც გამოდის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელზეც ძალიან დიდი ხანია ვმუშაობ. ჩვენ ეს ინიციატივა დავაანონსეთ რამდენიმე კვირის წინ, რომლის მიხედვითაც გვექნება ახალი კანონი და ამ კანონის მთავარი არსი გახლავთ ის, რომ ჩვენი ეკონომიკის 6%, რომელიც არის ჩვენი ბიუჯეტის 25%, ყოველთვის დაიხარჯება განათლებაზე და ახალგაზრდობაზე,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

04-04-2019

წყარო: news.ge

03-05-2019

ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

15-04-2019

ტოკიომ უცხოელების დასაქმებისთვის ახალი სავიზო რეჟიმი აამოქმედა - ვის შეეძლება იაპონიაში მუშაობა

25-02-2019

ქართულ მოცვს ევროპის ბაზარზე კიდევ ერთი კონკურენტი გამოუჩნდა

27-10-2022

პროგრამა დამწყები მეწარმე ქალებისთვის

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ