ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს
ნავიგატორი
2565


ტერაბანკი ქართველ ემიგრანტებს ახალ იპოთეკურ სესხს სთავაზობს

ტერაბანკმა სპეციალურად ემიგრანტებისთვის იპოთეკური სესხის ახალი პროდუქტი შექმნა. სესხი შემოსავლების დადასტურების გარეშე გაიცემა და მის მისაღებად მსურველებს დამატებითი უზრუნველყოფა არ სჭირდებათ.

მომხმარებლები, რომლებიც ახალი პროდუქტით სარგებლობას მოისურვებენ, უძრავი ქონების შეძენას როგორც დეველოპერული კომპანიებისგან, ისე ფიზიკური პირებისგან შეძლებენ.

როგორც ცნობილია, უცხოეთში მცხოვრები ქართველები თანხას უმეტესწილად უძრავი ქონების შეძენის მიზნით აგროვებენ. თუმცა, შემოსავალს ისინი ძირითადად ხელზე იღებენ, რის გამოც მას ოფიციალურად ვერ ადასტურებენ. ეს კი უძრავი ქონების ყიდვისას მათთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს. როგორც ტერაბანკში აცხადებენ, ახალი პროდუქტი და მისი განსხვავებული პირობები მათ სწორედ ამ ბარიერს მოუხსნის.

"მიუხედავად იმისა, რომ უძრავი ქონების შესაძენად საჭირო თანამონაწილეობის თანხას უამრავი ქართველი ემიგრანტი აგროვებს, შემოსავლების დადასტურების გარეშე სესხის აღებას ისინი მაინც ვერ ახერხებენ. ჩვენი პროდუქტის მთავარი ბენეფიტიც სწორედ ეს არის: ამიერიდან ემიგრანტები სესხის აღებას შემოსავლების დაუდასტურებლადაც შეძლებენ და ამისთვის მათ დამატებითი უზრუნველყოფაც არ დასჭირდებათ. ვფიქრობთ, ახალი იპოთეკური სესხი, რომელსაც ბაზარზე ანალოგი არ აქვს, უცხოეთში მცხოვრები ემიგრანტებისთვის სასარგებლო პროდუქტი იქნება", - აცხადებენ ტერაბანკში.

ტერაბანკის ახალი პროდუქტით სარგებლობა ქართველი ემიგრანტების გარდა, საქართველოში მცხოვრებ უცხოელებსა და ორმაგ მოქალაქეებსაც შეუძლიათ.

04-04-2019

წყარო: on.ge

21-03-2019

გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

03-05-2019

ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

11-04-2019

აქციონერებმა Boeing-ს უჩივლეს

21-03-2019

გიორგი ქობულია - ბელორუსის მხარე მზად არის, გააძლიეროს ქართული პროდუქციის იმპორტი

03-05-2019

ბიზნესისთვის პროექტის GEclose2EU ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

23-03-2023

ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ