პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა
ნავიგატორი
1739


პირველ კვარტალში ქართული ღვინის ექსპორტი 10%-ით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება კი 16%-ით გაიზარდა

2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსოფლიოს 37 ქვეყანაში 19,4 მლნ ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 10%-ით აღემატება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ღვინის ეროვნული სააგეტოდან“ აცნობეს.

ამასთან, სააგენტოს ინფორმაციით, ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 47 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 16%-ით მეტია.

ქართული ღვინის რეალიზაცია გაზრდილია როგორც ამერიკის, ისე აზიის, ევროპისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით.

„ექსპორტი გაზრდილია ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 39% (1032400 ბოთლი), ჩინეთი - 23% (1372839) და აშშ - 165% (182025); ასევე ევროპის მიმართულებით: ლიეტუვა - 21% (134376), ესტონეთი - 18% (142112), საფრანგეთი - 41% (34170), შვედეთი - 313% (9000), ბულგარეთი - 161% (4500), ტრადიციულ ბაზრებსა და აზიის მიმართულებით: რუსეთი - 15% (13279083), ბელარუსი - 36% (317280), მონღოლეთი - 7% (66012) და სხვა. ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულია: რუსეთი (13279083), უკრაინა (1419222), ჩინეთი (1372839), პოლონეთი (1032400) და ყაზახეთი (560460),“-აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამასთან, ადგილწარმოშობის დასახელებებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია ღვინო „ქინძმარაული“ – 3677356 ბოთლი, მას მოსდევს „მუკუზანი“ – 1209406, „წინანდალი“ – 890458, „ახაშენი“ – 422220, „ხვანჭკარა“ – 226072 და ა.შ.

როგორც „ღვინის ეროვნულ სააგენტოში“ განმარტავენ, წლის დასაწყისში, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 148 კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 14 ქვეყანაში ექსპორტირებულია 6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 74%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 12,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 71%).

მსოფლიოს 15 ქვეყანაში ექსპორტირებულია 118 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 170% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 323 ათასი აშშ დოლარია (ზრდა 153%).

მთლიანობაში პირველ კვარტალში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდის და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 67,7 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა, ზრდა 2018 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებელთან შედარებით 4%-ს აღწევს.

05-04-2019

წყარო: interpressnews.ge

07-05-2019

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

27-03-2019

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის

06-02-2024

Call for application to join the Women’s Entrepreneurship EXPO mentorship programme 2024

06-02-2024

Call for application to join the Women’s Entrepreneurship EXPO mentorship programme 2024

07-05-2019

საქართველოს აეროპორტებში მგზავრთნაკადი 4 თვის მონაცემებით 20% გაიზარდა

29-03-2019

ევროკავშირში 2021 წლიდან ყველა სახის ერთჯერადი პლასტმასის ნივთის გამოყენება აიკრძალება

27-03-2019

შეხვედრა „ლე როშეს“ აღმასრულებელ დირექტორს კარლოს დიეს დე ლა ლასტრას და სახელმწიფო პროგრამის „უმასპინძლე საქართველოში“ ბენეფიციარ კომპანიებს შორის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ