|
| 2000 |
|---|
გაძვირდება თუ არა პური ისევ?
| პურპროდუქტების ფასებთან დაკავშირებით შეფასების გასაკეთებლად საჭიროა დაველოდოთ აპრილის ბოლოს. ეს არის ის დრო, როდესაც ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება - საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა.
ლევან სილაგავას ინფორმაციით, ყოველთვიურად კეთდება მსოფლიოში ხორბლის მარაგების და ბალანსის ანაზლიზი. მისივე თქმით, აპრილის თვის ბოლოს გამოქვეყნდება ახალი ანალიტიკა და დაიდება ანალიზი რუსეთსა და უკრაინაში თუ როგორ გადაიტანს ნათესები ზამთარს. მისი განმარტებით, სწორედ ამის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუ როგორი იქნება ფასი ხორბალსა და პურპროდუქტებზე. „მსოფლიო და რუსეთის ტენდენცია დღესდღეობით ოდნავ გამოსწორებულია, თუმცა დაძაბულობა ხორბლის ბაზარზე ფასების მხრივ არის. შესაბამისად ვფიქრობთ, რომ უნდა დაველოდოთ აპრილის ბოლოს. ეს არის ის დრო, როდესაც ახალი ანალიტიკა გამოქვეყნდება. ამ დროს დაიდება ანალიზი რუსეთსა და უკრაინაში როგორ გადაიტანს ნათესები ზამთარს. ანუ გვეცოდინება ახალი მოსავლის პირობები როგორ იქნება.
თუ მოსავლის პირობები იქნება გაუმჯობესებული და მოსავლის აღება იწყება ივნისის პერიოდში, შესაბამისად ფასის ტენდენცია იქნება ოპტიმისტური ხორბლის მხრივ. ასევე ფასი დამოკიდებულია ვალუტის კურსის სხვაობაზე“ განუცხადა „პრაიმტაიმს“ ლევან სილაგავამ. თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა ISET-ის თებერვლის თვის აგრო მიმოხილვის მიხედვით, 2019 წელს ქართველი მომხმარებლები პურისა და პურპროდუქტების ფასების კიდევ უფრო მეტ ზრდას უნდა ელოდონ, რამდენადაც ხორბლის წარმოების პროგნოზი 2019 წლისთვის არცთუ დამაიმედებლად გამოიყურება. |

05-04-2019
წყარო: intermedia.ge
|
19-04-2019 საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ |
|---|
|
09-02-2023 ლეინ კირკლენდის ფონდი აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიის რეგიონისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების სხვადასხვა დარგის სპეციალისტებსა და მკვლევრებს სთავაზობს სრულად დაფინანსებულ კვლევითი/სასწავლო ვიზიტებს პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში. |
|
10-10-2023 „ევროპული მემკვიდრეობის ჯილდოების / ევროპა ნოსტრა 2024-ის“ კონკურსზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
01-04-2019 გიორგი ქობულია: ვიმედოვნებთ, რომ Air France მაგალითს მისცემს სხვა ევროპულ ავიაკომპანიებს და მეტი პირდაპირი რეისი გვექნება ევროპის სხვადასხვა მიმართულებით |