|
| 3039 |
|---|
საქართველოში მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზირების წესი იცვლება
| წყალმომარაგების ლიცენზიის მფლობელი სუბიექტებისათვის მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვების ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემა იქნება შესაძლებელი. მოქმედი კანონმდებლობით, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემა აუქციონის წესით ხდება.თუმცა არის გამონაკლისი, რომელიც ტურისტულ და რეკრეაციულ ზონებზე ვრცელდება. მთავრობა პარლამენტს “ლიცენზირებისა და ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც ინიცირებისათვის პარლამენტის ბიუროს 8 აპრილის სხდომაზე წარედგინება. კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, იქმნება სამართლებრივი მექანიზმი იმისთვის, რომ პირდაპირი წესით გაიცეს ლიცენზია მიწისქვეშა მტკნარი წყლის მოპოვებისთვის. ამავე პროექტით, ლიცენზია შესაძლოა პირდაპირი წესით გაიცეს კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე მიწისქვეშა მტკნარი წყლის სამეწარმეო მიზნით მოპოვებისათვის, წელიწადში არაუმეტეს 5 000 კუბური მეტრის მოპოვების უფლებით. პროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და წიაღის ეროვნულმა სააგენტომ მოამზადეს. კანონპროექტის ინიციატორია - მთავრობა. |

08-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
18-10-2019 აშშ-ის მხარდაჭერით საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ხელშემწყობი ახალი პროექტი იწყება |
|---|
|
23-12-2022 ქართული ებრაული სასაფლაოების ფოტოგრაფიის კონკურსი |
|
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |
|
10-04-2019 „რეზონანსი" - ელექტროენერგიის დეფიციტი 30%-ს მიაღწევს - რა ელის მომხმარებელს? |