|
| 1843 |
|---|
ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა
| ნავთობის ფასმა, ნოემბრის შემდეგ უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის მიზეზი კი გახდა ლიბიაში არსებული რთული ვითარება, OPEC-ის მიერ ბაზარზე მიწოდების შეზღუდვა და აშშ-ის მიერ ირანისა და ვენესუელას წინააღმდეგ სანქციების ამოქმედება. ნავთობის ფასის ზრდას ასევე უზრუნველყოფს აშშ-ის შრომის ბაზრის დადებითი სტატისტიკა. საერთაშორისო ბაზარზე ყველაზე ძვირი, ბრენტის მარკის ბარელი ნავთობის ფასმა 70.66 დოლარს მიაღწია, რაც წინ სავაჭრო კვირის დახურვის ფასზე 0.5 პროცენტით მეტია. აშშ-ის დასავლეთ ტექსასური საშუალო (WTI) კი 30 ცენტით, 63.38 დოლარამდე გაძვირდა. ორივე მარკის ფასმა ორშაბათის სავაჭრო სესიის დასაწყისში, ნოემბრის შემდგომი მაქსიმალური მაჩვენებლები განაახლა (შესაბამისად, 70.83 და 63.53 დოლარი). ცნობისათვის, OPEC-ის გადაწყვეტილებით, ახალი წლის შემდეგ, ბაზარზე ყოველდღიური მიწოდება 1.2 მილიონი ბარელით არის შემცირებული. ფასების ზრდას აკავებს აშშ-ში მოპოვების ზრდა. ნავთობის ბოლო გაძვირება კი ლიბიაში საომარ მოქმედებათა განახლებამ გამოიწვია, რომელიც ქვეყნიდან ექსპორტს ხიფათს უქმნის. მაგრამ ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ არსებობს გარემოებები, რომელთა გამოც წლის მეორე ნახევარში, ნავთობის გაიაფებაა მოსალოდნელი. მათგან მთავარი ისაა, რომ რუსეთს, რომელიც OPEC-ის წევრი არაა, მიწოდების დიდი ხნით შეზღუდვა არ აწყობს და შესაძლოა, მალე ნავთობის ექსპორტი მკვეთრად გაზარდოს. შეერთებულმა შტატებმა საკუთარი ნავთობის დღიური მოპოვება მარტში 12.2 მილიონ ბარელამდე გაზარდა, რაც გლობალური მასშტაბით, რეკორდული მაჩვენებელია. შედარებისთვის, რუსეთმა თავის ისტორიაში მოპოვების რეკორდულ მოცულობას - 11.16 მილიონ ბარელს, შარშან მიაღწია. აშშ-მა მოპოვებასთან ერთად, ნავთობის ექსპორტიც რეკორდულად გაზარდა - მისმა დღიურმა ექსპორტმა 3 მილიონ ბარელს მიაღწია, რაც ფასის ზრდის ძლიერი შემაკავებელი ფაქტორია. ნავთობის ფასის განმსაზღვრელი ძლიერი ფაქტორია გლობალური ეკონომიკის მდგომარეობა და ამჟამად ეს ფაქტორიც ზრდას ზღუდავს. |

10-04-2019
წყარო: bpn.ge
|
15-02-2019 კომპანია „ფერი“ კახეთში და ონში 365 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ჰესების კასკადის მშენებლობას გეგმავს |
|---|
|
03-04-2023 გრეის ჰოპერის სახელობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო |
|
22-03-2019 ბიძინა გეგიძე: “სათამაშო ბიზნესზე მსჯელობისას დასალაგებელია რა უფრო პრიორიტეტულია - ადამიანი თუ ეკონომიკა და ქვეყნის ბიუჯეტი“ |
|
24-05-2019 საქსტატი - საქართველოში მცხოვრები ოჯახები ყველაზე მეტ თანხას სურსათზე, სასმელსა და თამბაქოზე ხარჯავენ, ყველაზე ნაკლებს კი განათლებაზე |