|
| 1221 |
|---|
ქართული აგროკომპანიებისთვის ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი პროგრამა დაიწყო
| აგრობიზნესში ჩართული ქართული კომპანიებისთვის USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“და სოფლის განვითარების სააგენტომ ექსპორტის საბაზრო კავშირების დამყარების ახალი, ინოვაციური პროგრამა დაიწყეს. პროგრამა მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედდა.
პროგრამის მიზანია ქართველი მწარმოებლების დაკავშირება გერმანიასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში არსებულ დაინტერესებულ მყიდველებთან. პროგრამაში მონაწილეობისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით შეირჩა ლურჯი მოცვისა და კაკლოვანი კულტურების მწარმოებელი და სურსათის გადამამუშავებელი 80-მდე ექსპორტზე ორიენტირებული საწარმო.
პროგრამის ფარგლებში მსხვილი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია მჭიდროდ ითანამშრომლებს ქართულ კომპანიებთან და დახმარებას გაუწევს მათი საექსპორტო შეთავაზების სათანადოდ ჩამოყალიბებაში, სამიზნე საექსპორტო ბაზრებზე შესაბამისი მყიდველების იდენტიფიცირებასა და საქმიანი გარიგებების დამყარებაში. პროექტი ათობით ქართულ კომპანიას ხელს შეუწყობს და შესაძლებლობას მისცემს დაიწყოს პროდუქციის გატანა მაღალი ღირებულების საექსპორტო ბაზრებზე.
ექსპორტის საბაზრო კავშირების დამწარების პროგრამა ხორციელდება საქართველოს აგროექსპორტის ჯგუფის საშუალებით, რომელიც ერთობლივად ჩამოაყალიბეს USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამამ, სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის განვითარების სააგენტომ.
წყარო: აწარმოე საქართველოში |

06-09-2022
წყარო: აწარმოე საქართველოში
|
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |
|---|
|
05-03-2019 ევროკავშირის მხარდაჭერით ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მმართველი საბჭოსთვის პროექტის ციკლის მართვის, მონიტორინგის და შეფასების სასწავლო კურსი ჩატარდა |
|
08-08-2023 ტარიელ ფუტკარაძის სახელობის სტიპენდია |
|
02-05-2019 სსფ-ს მისია: მოხარული ვართ, რომ საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ მარტში 6% შეადგინა |