თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო
ნავიგატორი
1761


თვითმფრინავის უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შესამცირებლად, ევროპაში კამპანია დაიწყო

ევროპაში უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირებაზე ორიენტირებული კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ავიაკომპანია „ვიზეარი“ ავრცელებს, რომელიც ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს ინიციატივას უკვე შეუერთდა.

კამპანიის – Not on my flight (ჩემს რეისზე არა) მიზანი, ყველა ევროპულ რეისებზე უდისციპლინო მგზავრთა რაოდენობის შემცირება და მგზავრების მშვიდად მოგზაურობის უფლების დაცვაა.

„ევროკავშირში გარკვეული რაოდენობის რეისების მშვიდად განხორციელებას უდისციპლინო მგზავრების ქცევა უშლის ხელს. ამგვარი ინციდენტების მინიმუმ 70 პროცენტი აგრესიის გარკვეულ ფორმას მოიცავს. მართალია, ბოლო წლებში „ვიზეარის“ რეისებზე ასეთი ინციდენტების რაოდენობა სტაბილურად დაბალი იყო, რაც მკაცრი წესებით და ეკიპაჟების გაწრთვნის მაღალი დონით იყო განპირობებული, თუმცა 2018 წელს საავიაციო დარგში 2017 წელთან შედარებით უდისციპლინო ქცევის შემთხვევები 34%-ით გაიზარდა. უდისციპლინო ქცევა, მაგალითად ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება და თრობა, ტუალეტში სიგარეტის მოწევა, ეკიპაჟისა და სხვა მგზავრების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა ან ეკიპაჟის მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა, რეისის ნორმალურ მიმდინარეობისთვის არასაჭირო რისკებს აჩენს, რადგან ეს ეკიპაჟს საკუთარი პირდაპირი მოვალეობების განხორციელებაში უშლის ხელს და გარდა ამისა, ამ ყველაფერს რეისის ხანგრძლივად შეყოვნება შეუძლია“, – აცხადებენ ავიაკომპანიაში.

10-04-2019

წყარო: 1tv.ge

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

17-10-2019

რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა

20-01-2023

Türkiye Scholarships 2023 Applications

20-01-2023

Türkiye Scholarships 2023 Applications

20-02-2019

24 თებერვალს HR hub-ის ღონისძიება Bioli Medical Wellness Resort-ში ჩატარდება

30-04-2019

რა? სად? როდის? პარლამენტის შესახებ

17-10-2019

რუსეთმა ერთ-ერთ ავიაკომპანიას ქუთაისის მიმართულებით რეისების განხორციელების უფლება მისცა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ