|
| 2059 |
|---|
ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვას გეგმავენ
| ჩინეთის განვითარებისა და რეფორმების სახელმწიფო კომიტეტმა ქვეყანაში ბიტკოინების წარმოების აკრძალვა გადაწყვიტა. ამის შესახებ ნათქვამია იმ სფეროების ჩამონათვალის პროექტში, რომელთა მხარდაჭერას, შეზღუდვას ან აკრძალვასაც უწყება გეგმავს. Reuters-ის ინფორმაციით, ბიტკოინების მაინინგი შედის წარმოების 450 სახეობაში, რომელთა შეზღუდვა, შემდეგ კი აკრძალვა არის გადაწყვეტილი. 7 მაისამდე პროექტი საზოგადოებრივი განხილვის სტადიაზე იქნება. თუ დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში ბიტკოინების მაინინგიც იქნება, სიის გამოქვეყნებისთანავე დოკუმენტი ძალაში შევა. კრიპტოვალუტების ბაზრის შეზღუდვა ჩინეთში 2017 წელს დაიწყო, როდესაც ხელისუფლებამ კრიპტოვალუტის გაცვლითი ოპერაციები აკრძალა. 2018 წელს ინტერნეტით გავრცელდა ოფიციალური დოკუმენტი, რომელშიც ჩინეთში ბიტკოინების მაინინგის აკრძალვის აუცილებლობაზეა საუბარი და მიზეზად ელექტროენერგიის დიდი ხარჯები და სპეკულაციის საფრთხე სახელდება. ამასთან, ბიტკოინების და სხვა კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის საჭირო მოწყობილობების წარმოების მხრივ ჩინური ბაზარი მსოფლიოში პირველ ადგილზეა. 2 აპრილს ბიტკოინის ღირებულებამ 20%-ით მოიმატა და 5 000 დოლარს გადააჭარბა. სავარაუდოდ, კურსის ასეთი მკვეთრი ცვლილება რამდენიმე მსხვილმა გარიგებამ გამოიწვია. ამჟამად 1 ბიტკოინის ფასი დაახლოებით 5,2 ათასი დოლარის ფარგლებში მერყეობს. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
01-11-2022 თბილისში ოთხოთახიანი ბინის მიღების მოთხოვნით დევნილი ოჯახების განაცხადების შევსება დაიწყო |
|---|
|
18-02-2019 „კვადროციკლით“დაწყებული საქმე - როგორია ჰენრი ფორდის ბიზნეს ისტორია, რომელსაც მსოფლიოს „ბორბლებზე დასხმა“ სურდა |
|
12-07-2019 2019 წლის ,,ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად“ კონკურსში მონაწილეთა საყურადღებოდ! |
|
29-05-2019 საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თანაორგანიზებით, კახეთში საერთაშორისო რეგიონული ფორუმი ჩატარდა |