|
| 1879 |
|---|
აშშ-მა ევროკავშირიდან $11 მილიარდის პროდუქტებზე შესაძლოა ტარიფები დააწესოს
| აშშ ევროკავშირიდან 11 მილიარდი ღირებულების პროდუქტებზე ტარიფების დაწესებას განიხილავს იმ სუბსიდიის საპასუხოდ, რასაც Airbus-ი ევროკავშირიდან იღებს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლის თქმით, ტარიფები შესაძლოა შეეხოს თვითმფრინავებსაც და ყველის პროდუქტებსაც. ევროკავშირის განცხადებით, შესაძლო ტარიფები "ძალიან გადაჭრაბებულია". გადაწყვეტილებამ აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ურთიერთობები შესაძლოა დაძაბოს. ტარიფები შეეხება ევროკავშირიდან აშშ-ში იმპორტის სახით შესულ ლიმონს, ყველს, ზეითუნის ზეთს, ღვინოს, ქაშმირის ტანსაცმელს, კერამიკულ ნაწარმს, კედლის საათების გარკვეულ კატეგორიას და ა.შ. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2018 წლის 8 მარტს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ფოლადის იმპორტზე 25%, ალუმინზე კი 10%-იანი საბაჟო გადასახადი დაწესდა. დოკუმენტი 31 მაისს ამოქმედდა. გასული წლის 22 ივნისს ევროკავშირის მიერ აშშ-ს საპასუხოდ დაწესებული საბაჟო გადასახადი ამოქმედდა. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ ტარიფებს ევროკავშირის გარდა ჩინეთმა, ევროკავშირმა, კანადამ და რუსეთმაც უპასუხა. |

10-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
23-03-2023 ლუკა ასათიანის სახელობის სტიპენდია წარმატებული სტუდენტებისთვის |
|---|
|
01-03-2023 A EUROPEAN-FOCUSED INTERNATIONAL BACCALAUREATE (IB) DIPLOMA AT NEW SCHOOL, TBILISI, GEORGIA |
|
14-03-2019 ხვალიდან გუდაური FIS-ის ეგიდით გამართულ სკი კროსის ევროპის თასის ეტაპებს უმასპინძლებს |
|
07-04-2023 ფოტოკონკურსი „ქალებს შეუძლიათ, ქალები მოქმედებენ, ქალები ცვლიან“ |