|
| 1838 |
|---|
სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა გაიზარდა
| მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში სატრანსპორტო დარგების მიერ გადაზიდული ტვირთების მოცულობა 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 0.1 მლნ ტონით გაიზარდა. კერძოდ, 2019 წლის იანვარ-თებერვალში, გადაზიდული ტვირთების რაოდენობამ 5.6 მილიონი ტონა შეადგინა, მაშინ როცა გასული წლის ამავე პერიოდში 5.5 მლნ ტონა იყო. სატრანსპორტო დარგების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 2018 წელთან შედარებით 1.2 მლნ მგზავრით გაიზარდა. კერძოდ, იანვარ-თებერვალში 53.6 მლნ მგზავრის გადაყვანა მოხდა; 2018 წლის იანვარ-თებერვალში კი ეს ციფრი 52.4 მლნ იყო. 2019 წლის იანვარ-თებერვალში 2018 წლის ამავე პერიოდთან შედარებით, არ შეცვლილა საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში გადამუშავებული ტვირთების რაოდენობა და 2.6 მილიონი ტონა შეადგინა. ნავსადგურებში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა კი 10,537 ერთეულით გაიზარდა. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში 76,183 კონტეინერი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 65,646 კონტეინერი გადამუშავდა. |

10-04-2019
წყარო: bpn.ge
|
03-05-2019 Moody’s საქართველოს ეკონომიკის მთავარ რისკებს ასახელებს |
|---|
|
14-10-2022 12 000 ლარამდე თანხა საჩუქრად ბიზნესის წამოსაწყებად - ვინ და როგორ ისარგებლებს ამ პროგრამით |
|
02-04-2019 ჭავჭავაძის #5-ში სამუშაოების მწამოებელი ძირითად კომპანიას „ლეჩკომბინატს“ სამუშაოების წარმოების უფლება შეუჩერდა, „ტრანსმშენი“ 7000 ლარით დაჯარიმდა, „ხიმიჯ სერვისი“ კი - 1000 ლარით |
|
03-05-2019 ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - აპრილში საქართველოში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 4.2%-ით გაიზარდა |