სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს
ნავიგატორი
1783


სტამბოლის ახალ აეროპორტს საწვავით SOCAR-ი მოამარაგებს

სტამბოლის ახალი აეროპორტის საწვავით მომარაგების ტენდერში გამარჯვებულად, აზერბაიჯანულ სახელმწიფო ნავთობკომპანია „სოკარის“ შვილობილი კომპანია „სოკარ ავიეიშენ“ გამოცხადდა. როგორც „სოკარ ტურკის“ ვაჭრობის დირექტორი მურად ერდოღანი ამბობს, მისი კომპანია აეროპორტს ხუთი წლის განმავლობაში, წელიწადში 700 ათასი ტონა საწვავით მოამარაგებს.

ერდოღანის თქმით, მას შემდეგ, რაც აეროპორტი სრული დატვირთვით ამუშავდება, მასზე ქვეყნის მიერ მოხმარებული საავიაციო საწვავის დაახლოებით 60 პროცენტი მოვა. თურქეთში მალე ამოქმედდება ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა STAR, რომლის წლიური წარმადობა 1.6 მილიონი ტონა საავიაციო საწვავი იქნება.

„სოკარი“ თურქეთის საავიციო საწვავის ბაზარზე 2013 წელს შევიდა და მოკლე დროში, ქვეყანაში საავიაციო საწვავის მიმწოდებელი უმსხვილესი კომპანიების სამეულში შევიდა. „სოკარის“ პირველი მსხვილი კლიენტი, კომპანია „პეგასუსია“, რომელიც აეროპორტ „საბიჰა გიოკჩენშია“ ბაზირებული. წელს ამ აეროპორტის საწვავით მომმარაგებელიც „სოკარი“ გახდა. აზერბაიჯანული კომპანია საწვავით ასევე იზმირის, ბოდრუმის, ანტალიის და დალამანის აეროპორტებსაც უზრუნველყოფს.

თურქეთში „სოკარის“ შვილობილი კომპანია, „სოკარ ტურკი“ მუშაობს, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკაში ჯამში 14 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია აქვს განხორიელებული. კომპანიის შტატში 5 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური საექსპორტო პოტენციალი 3 მილიარდ დოლარს აღწევს.

„სოკარის“ თურქულ აქტივებს შორისაა ნავთობქიმიური კომპლექსი „პეტკიმი“, ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა STAR და საკონტეინერო პორტი „პეტლიმი“.

რაც შეეხება სტამბოლის ახალ აეროპორტს, ის შარშან, 29 ოქტომბერს გაიხსნა. ახალი აეროპორტი ტბა ტერკოსის მახლობლად, სტამბულის ჩრდილოეთ გარეუბანში მდებარეობს. მისი მშენებლობა 10 მილიარდი თურქული ლირა (1.75 მილიარდი დოლარი) დაჯდა.

11-04-2019

წყარო: bpn.ge

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

21-03-2019

თამბაქოს ექსპორტი საქართველოდან 77%-ით გაიზარდა

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

04-08-2019

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგი

08-04-2019

Boeing-მა პროდუქციის წარმოება შეამცირა

21-03-2019

თამბაქოს ექსპორტი საქართველოდან 77%-ით გაიზარდა

11-04-2019

ცნობილია ევროპროდუქტების სია, რომელსაც აშშ დამატებით დაბეგრავს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ