სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა
ნავიგატორი
1776

სეს-მა ოზურგეთში ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

სააგენტოს ინფორმაციით, მომმარაგებელი კომპანიის, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

კომპანიის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ განახლდება.

11-04-2019

წყარო: imedinews.ge

17-07-2019

ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი

04-04-2019

Black Sea Arena-ს ახალი დირექტორი ჰყავს

30-05-2019

„მოვუწოდებთ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“, ნუ ეძებს სხვადასხვა მიზეზებს და კონცენტრირდეს ვალდებულებების შესრულებაზე, რათა ეს უმნიშვნელოვანესი პროექტი დროულად დაიწყოს"

02-08-2023

სტუდენტთა დახმარების პროგრამის ფარგლებში კონკურსი გამოცხადდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ