|
1389 |
---|
საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის სხდომას დაესწრო. მან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) 2018 წლის გეგმის შესრულების ანგარიში და 2019 წლის გეგმა წარადგინა. გენადი არველაძის განცხადებით, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებამ ხელი შეუწყო 2018 წელს ევროკავშირთან ვაჭრობის ზრდას. 2018 წლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, სავაჭრო ბრუნვა გაიზარდა17.7%-ით და შეადგინა 3 359.4 მლნ. აშშ დოლარი. ექსპორტი გაიზარდა 11.5%-ით და შეადგინა730.3 მლნ. აშშ დოლარი, ხოლო იმპორტი - 19.5%-ით და შეადგინა 2 629.1 მლნ. აშშ დოლარი. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ საქონლის ექსპორტის დივერსიფიკაციასა და გაზრდასთან ერთად ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 37%-ით გაიზარდა და შეადგინა 789. მისი თქმით, 2014-2018 წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ქართული პროდუქციის ცნობადობა ევროკავშირში. ბაზარზე შევიდა კივი, გამხმარი ლიმონი, ხურმა, შავი მოცხარი, ვაშლი, კომში, ხილის ჯემი, ცხოველების ავეჯი, მინის ბოთლები და სხვ. გენადი არველაძის განცხადებით, ქართული მხარე აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებთან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისთვის ევროკავშირის ბაზრის გახსნის მიმართულებით. მისი თქმით, ევროკავშირის ბაზარი უკვე გაიხსნა რამდენიმე პროდუქტისთვის. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირთან აქვაკულტურის პროდუქტებისთვის ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით. მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ-ის) მხარდაჭერით, მზადდება ექსპორტის სტრატეგია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს საფეიქრო, ავეჯისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში ღირებულებათა ჯაჭვებზე, რომელთაც გააჩნია ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის პოტენციალი. 2018 წელს საქართველო-ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის სხდომაზე ხელი მოეწერა გეოგრაფიული აღნიშვნების ქვეკომიტეტის გადაწყვეტილებას ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამის დანართებში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის შედეგადაც ევროკავშირის ტერიტორიაზე, დაცვა მიენიჭა ოთხ ახალ ქართულ გეოგრაფიულ აღნიშვნას: ,,ტყიბულის ჩაი“, ,,მაჭახელას თაფლი“, ,,ქუთაისის მწვანილი“ და ,,ახალქალაქის კარტოფილი“. ასევე, განახლდა საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ევროკავშირის გეოგრაფიული აღნიშვნების სია. ამჟამად მიმდინარეობს 2018 – 2020 წლების DCFTA - ის სამოქმედო გეგმის შესრულება. |
11-04-2019
წყარო: imedinews.ge
06-09-2019 სურსათის სააგენტომ დაასახელა სავარაუდო წყარო, საიდანაც „სუდანის ჯგუფის“ საღებავები საწებლებში მოხვდა |
---|
12-06-2019 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი |
17-07-2019 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ფორუმი |
25-05-2023 „ქეშბექობანა“ - ლიბერთის ლოიალობის პროგრამა CashBack, Visa-სთან ერთად ბავშვებისთვის განსაკუთრებულ აქციას იწყებს! |