|
| 1825 |
|---|
Xiaomi-ს დამფუძნებელმა ბონუსად $957 მილიონი მიიღო
| Xiaomi-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა ლეი ცზიუანმა 957 მილიონი დოლარის ბონუსი მიიღო. ეს ფაქტი ჰონკონგის საფონდო ბირჟის ანგარიშში დაფიქსირდა. BBC-ის ცნობით, ასევე დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ცზიუანმა კომპენსაციის სახით კომპანიის 636,6 მილიონი აქცია მიიღო. რომლის ფასიც ბირჟაზე 7,5 მილიარდი ჰონკონგის დოლარია. 2018 წლის ანგარიშის თანახმად Xiaomi-იმ 980 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. სმარტფონების მწარმოებელმა კომპანიამ განაცხადა, რომ თავდადებული საქმიანობისთვის გენერალურ დირექტორს აქციებით დააჯილდოვებდა. 2018 წელს Xiaomi-ი მსოფლიოში სმარტფონების წარმოებით მეოთხე გახდა. კომპანიას უსწრებენ Samsung-ი,Apple-ი, და Huawei-ი. 2018 წელს კომპანიამ სმარტფონების გაყიდვა 32,2%,-ით გაზარდა, მაშინ როცა მსოფლიო ბაზარი 4,1%-ით შემცირდა. |

11-04-2019
წყარო: imedinews.ge
|
25-03-2019 Hilton-ი გამოუყენებელ საპონს გადაამუშავებს |
|---|
|
13-03-2019 ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება |
|
15-04-2019 ფერმა, რომელიც დედაქალაქს ფრინველის ხორცით ამარაგებს, თევზის ფესტივალი ბათუმში და გიორგი ალადაშვილის ბიოდინამიური მეურნეობა |
|
06-09-2019 „აიქარი“ მომხმარებელს „ტესლას“ მარკის მანქანებს სთავაზობს |