ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია
ნავიგატორი
2292


ლეინ კირკლანდის სახელობის სტიპენდია

 

სასტიპენდიო პროგრამა გულისხმობს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისა და ახალგაზრდა ლიდერების დაფინანსებას პოლონეთის წამყვან უნივერსიტეტებში (ვარშავის, კრაკოვის, ვროცლავის, პოზნანისა და ლუბლინის უნივერსიტეტები)  აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან.

 

პროგრამის ფარგლებში, სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, ორი სემესტრის განმავლობაში ისწავლონ პოლონურ უნივერსიტეტებში და გაიარონ 2-კვირიანი სტაჟირება პოლონეთის სახელმწიფო/კერძო სტრუქტურებში. პროგრამის მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას თვეში 1800 პოლონური ზლოტის ოდენობით (≈420 EUR)​. პროგრამა ფარავს სწავლების, დაბინავების, დაზღვევის, მგზავრობის, ვიზის, წიგნებისა და სხვა სასწავლო მასალების ხარჯებს.

ორსემესტრიანი პროგრამის ფარგლებში სტიპენდია გაიცემა შემდეგი დარგების დასაფინანსებისათვის: ეკონომიკა და მენეჯმენტი; ბიზნესის ადმინისტრირება; საჯარო მმართველობა; სამართალი; სოციალური მეცნიერებები; პოლიტიკური მეცნიერება და საერთაშორისო ურთიერთობები; ჟურნალისტიკა; განვითრების პოლიტიკა და ჰუმანიტარული დახმარება.

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ 35 წლამდე ასაკის სხვადასხვა დარგის ექსპერტებს, აკადემიური წრის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებს, მეწარმეებს, მენეჯერებს, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო ინსტიტუტებისა და მედიის წარმომადგენლებს, რომელთაც აქვთ მაგისტრის ხარისხი და მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება.

განაცხადების განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ ბმული.

18-02-2019

წყარო: regmarket

05-04-2019

სავაჭრო პასპორტი EBRD-სგან

29-05-2019

ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა

05-04-2019

გაძვირდება თუ არა პური ისევ?

11-04-2019

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

11-04-2019

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

05-04-2019

სავაჭრო პასპორტი EBRD-სგან

29-05-2019

ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა

05-04-2019

გაძვირდება თუ არა პური ისევ?


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ