|
| 1957 |
|---|
ვენესუელაში ჰიპერინფლაციამ 130 000%-ს გადააჭარბა
| ვენესუელაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა უდიდესი ინფლაცია გამოიწვია, 2018 წელს ინფლაციის მაჩვენებელი 130 060 პროცენტი იყო. ამის შესახებ კარაკასში მდებარე ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ვენესუელის მარეგულირებელმა ბოლო სამი წლის განმავლობაში პირველად გამოაქვეყნა ინფლაციის სტატისტიკა. პუბლიკაციის თანახმად, 2016 წელს ქვეყანაში ფასების ზრდამ 274,4 %, ხოლო 2017 წელს 862,6 % შეადგინა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანახმად კი 2018 წელს ვენესუელაში ინფლაციამ 1370000 პროცენტი შეადგინა, 2019 წელს კი ინფლაციის მაჩვენებელი 10 მილიონ პროცენტს მიაღწევს. ვენესუელაში ეკონომიკურ კრიზისთან ერთად, პოლიტიკური კრიზისიც არის. 23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ, გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ, პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა. ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ. |

29-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
07-05-2019 ივანე მაჭავარიანი - აზიის განვითარების ბანკმა გამოხატა მზაობა, სრულად დააფინანსოს რიკოთის მონაკვეთის მშენებლობა |
|---|
|
13-01-2023 საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის აეროპორტში ანაზღაურებად სტაჟირებას აცხადებს |
|
29-03-2019 ადგილები თბილისში, სადაც ელექტროდამტენები განთავსდება |
|
19-04-2019 საქართველოს ბანკის სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს |