საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია
ნავიგატორი
1824

საქართველოს რკინიგზაზე საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

პირველი კვარტლის მონაცემებით საქართველოს რკინიგზის ჯამურმა სატვირთო გადაზიდვამ 2.5 მილიონი ტონა შეადგინა.

აღნიშნული წინა წლის ამავე პერიოდთან შედარებით 105 ათასი ტონით მეტია, ხოლო გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი 2018 წლის პირველი კვარტლის შემოსავალს 3.2 მილიონი აშშ დოლარით აღემატება.

მატება განპირობებულია, როგორც მშრალი ტვირთების სავაგონო გზავნილების, ასევე საკონტეინერო გზავნილების მნიშვნელოვანი ზრდით. 2019 წლის პირველ კვარტალში გადაიზიდა 1.48 მილიონი ტონა მშრალი სავაგონო ტვირთი, 2018 წელთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 9% - ითაა გაზრდილი.

2018 წლიდან საქართველოს რკინიგზით ახალი ტვირთების, კერძოდ ყაზახური ხორბლის და ნახშირის ტრანზიტული გადაზიდვები ხორციელდება.

წლის პირველ კვარტალში საკონტეინერო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია - გადაზიდულია 18 000 კონტეინერი, 2018 წელთან შედარებით მაჩვენებელი 31% - ითაა გაზრდილი.

საკონტეინერო ტვირთბრუნვის მატებას საქართველოს რკინიგზაზე გარკვეულწილად ტრანზიტული ტვირთების მზარდი მოცულობა განაპირობებს - ამ მიმართულებით დადებითი ტრენდი 2018 წელს დაფიქსირდა.

ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით საქართველოს რკინიგზა აქტიურად მუშაობს მშრალი ტვირთების, მათ შორის კონტეინერების მოზიდვასა და ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურად გამოყენებაზე.

11-04-2019

წყარო: pia.ge

02-09-2019

ტრენინგი ბათუმში: ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტი

21-02-2019

Bloomberg: სავაჭრო ომი აშშ-ს და ჩინეთს შორის გადამწყვეტ ფაზაში შედის

26-01-2023

სასწავლო ინიციატივა, „ევროპული სოციალური დოკუმენტური კინო“ ქართული მედიის წარმომადგენლებს კონკურსში იწვევს

03-05-2019

საქართველოში წარმოებული ხის სახლები ევროკავშირის ქვეყნებში გაიყიდება

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ