მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს
ნავიგატორი
2080


მთავრობა ფერმერების ტექნიკური მხარდაჭერის ახალ პროგრამას იწყებს

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, მთავრობა ფერმერების ტექნიკური დახმარებისთვის ახალ პროგრამას იწყებს, რომლის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება.

 

ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ გასულ წელს სოფლის მეურნეობის სექტორში საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 1 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ამ ფონზე მთავრობის მხარდაჭერა დარგისადმი კიდევ უფრო გაიზრდება.

 

„ჩვენ ძირთადი საშუალებების და ტექნიკის დეფიციტი გვაქვს და ამიტომ შევიმუშავეთ ახალი პროგრამა ფერმერებისთვის ხელმისაწვდომობის გაზრდასთან დაკავშირებით. ახალი პროგრამის ბიუჯეტი 4 მილიონი ლარი იქნება“, - განაცხადა ბახტაძემ.

 

ამასთან, მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ამ ახალი პროგრამის შესახებ დეტალურად ისაუბრებს.

26-02-2019

წყარო: commersant.ge

10-04-2019

ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

31-08-2022

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

04-03-2019

ლევან დავითაშვილი დაბა თიანეთში ფერმერებს შეხვდა

10-04-2019

ნავთობის ფასმა ხუთი თვის მაქსიმუმი განაახლა

31-08-2022

ტექნიკური დახმარების სახელმწიფო პროგრამა

31-03-2019

ჩაისა და თაფლის ფესტივალი მთაწმინდის პარკში


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ