|
| 1806 |
|---|
გიორგი ქობულია - ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საელჩოებთან, რადგან ეს კოორდინაცია უფრო ეფექტიანი მექანიზმია
| ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით სხვანაირ მოდელზე ვმუშაობთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტებს განუცხადა კითხვაზე, როგორ შეირჩევიან ეკონომიკური ატაშეები. მისი თქმით, ეკონომიკური ატაშეების მუშაობა მიბმული იქნება საქართველოს საელჩოებთან, რაც არსებული მიზნის მისაღწევად უფრო ეფექტიანი მექანიზმია. „ეკონომიკურ ატაშეებთან დაკავშირებით, ჩვენ ახლა ვაკეთებთ ცოტა სხვანაირ მოდელს. ეს იქნება ხალხი, რომლებიც მიბმული იქნებიან უფრო საელჩოებთან, დესპანის პოზიციაში, რომლებსაც ექნებათ იგივე ფუნქცია, რაც ატაშეებისთვის იყი გამიზნული. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლო კოორდინაცია საელჩოებთან უფრო ეფექტიან მექანიზმს წარმოადგენს იმ მიზნების მოსაღწევად, რომლისთვისაც იყო შექმნილი ატაშეების ინსტიტუტი“, – განაცხადა მინისტრმა. |

11-04-2019
წყარო: 1tv.ge
|
31-08-2022 საპილოტე პროგრამა ქალებისთვის |
|---|
|
03-03-2019 რამდენს ხარჯავენ თბილისელები ყოველთვიურად საკვებ პროდუქტებზე? |
|
18-03-2019 Night Lab | Hackathon |
|
17-02-2019 მამუკა ნოზაძე: მეფრინველეობის დარგმა განვითარება შეწყვიტა |