„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება
ნავიგატორი
2142


„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ ფარგლებში CENN იწყებს სათემო მობილიზაციის შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და ქალაქ წალკაში.

სათემო მობილიზაციის მიზანია ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლისგანვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.

სათემო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებელები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სათემო ჯგუფებს – საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, კოოპერატივებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურული და სათემო სერვისების მიმწოდებლებს. შეხვედრებისას, განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდება ქალების, ახლაგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფაზე. შეხვედრების დროს განიხილება ადგილობრივი განვითარების გამოწვევები და ადგილობრივთა საერთო ინტერესები.

სათემო მობილიზაციის შეხვედრების განრიგი:

ადმინისტრაციული ერთეული

სოფელი

თარიღი

დრო

ბეშთაშენი

ახალშენი

17/04/2019

10:30

ბეშთაშენი

ბეშთაშენი

17/04/2019

12:00

კოხტა

ჩრდილიასუბანი

17/04/2019

14:00

კოხტა

კოხტა

17/04/2019

14:00

კოხტა

ხარება

17/04/2019

14:00

ბარეთი

იმერა

17/04/2019

16:00

ბარეთი

ბარეთი

18/04/2019

10:30

ბარეთი

ლივადი

18/04/2019

10:30

ბარეთი

საბეჭისი

18/04/2019

12:00

თეჯისი

თეჯისი

18/04/2019

14:00

არსარვანი

არსარვანი

18/04/2019

16:00

არსარვანი

ჩოლიანი

18/04/2019

16:00

არსარვანი

გოდაკლარი

18/04/2019

16:00

ქ.წალკა

ტბეთი

19/04/2019

10:00

ქ.წალკა

ქ.წალკა

19/04/2019

12:00

დაბა თრიალეთი

დაბა თრიალეთი

19/04/2019

14:00

დაბა თრიალეთი

კავთა

19/04/2019

14:00

ბედიანი

ბედიანი

19/04/2019

16:00

ბედიანი

ხრამჰესი

19/04/2019

17:30

დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:

მელანო ტყაბლაძე

პროექტის „ეს წალკაა“ მენეჯერი, CENN

+995 595 11 97 03

melano.tkabladze@cenn.org

პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლისგანვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვეახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, კერძოდ წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლადმცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ისვებ–გვერდს: www.enpard.ge.

24-04-2019

წყარო: ევროკავშირი საქართველოსთვის

07-05-2019

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

29-05-2019

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

28-02-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ დელეგაციას შეხვდა

17-10-2019

2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა

17-10-2019

2019 წელს საქართველოში საწვავის ყველაზე დიდი მოცულობა რუსეთიდან შემოვიდა

07-05-2019

საქართველომ თურქეთსა და რუსეთში ელექტროენერგიის ექსპორტი დაიწყო

29-05-2019

კოტე აფხაზის ქუჩაზე დღეიდან ახალი, მწვანე ავტობუსი იმოძრავებს

28-02-2019

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი, თურქეთის „ეკონომიკის კვლევითი ფონდის“ დელეგაციას შეხვდა


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ