|
| 1782 |
|---|
მერკელის თქმით „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება
| გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი აცხადებს, რომ გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ აუცილებლად აშენდება. ანგელა მერკელის თქით, მშენებლობის დაბლოკვა არც ევროკომისიას შეუძლია, რადგან პროექტი უკვე დამტკიცებულია. ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა რავენსბურგში გააკეთა. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, გარკვეული ასპექტები პროექტის კრიტიკის საფუძველს იძლევა, თუმცა წარმოდგენილი არგუმენტები მშენებლობის შეჩერებისთვის საკმარისი არ არის. სადავო პროექტზე საუბრისას გერმანიის კანცლერს არაერთხელ აღუნიშნავს, რომ რუსეთის ენერგორესურსები გერმანიისთვის აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს, ამიტომ ის მშენებარე გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დასრულებას ემხრობა. მისი თქმით, ეს ეკონომიკური პროექტია და გერმანია არ აპირებს პუტინის ნებაზე სიარულს. ბერლინის პოზიციას კატეგორიულად არ ეთანხმებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში. ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, რუსეთი ენერგორესურსებს პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენებს და ევროპის ქვეყნებზე გავლენას გააძლიერებს. 15 მაისს ცნობილი გახდა, რომ აშშ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ში ჩართული კომპანიების წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს. რა გაზსადენია „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ და რატომ ებრძვის მის აშენებას ამდენი ქვეყანა, ვრცლად იხილეთ ბმულზე. |

16-05-2019
წყარო: imedinews.ge
|
28-11-2022 თიბისი კაპიტალის სტუდენტური პროგრამის - „კემპის“ ახალი სეზონი იწყება |
|---|
|
20-01-2023 Call for Young Researchers from Georgia, Armenia, and Azerbaijan on the Geopolitical Shifts in the South Caucasus Region |
|
24-05-2019 მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი ლარის რყევებს ჯანსაღი პროცესის ნაწილად მიიჩნევს |
|
10-04-2019 ახალი შეზღუდვების გამო 64%-ს სესხის აღების პროცესში პრობლემები შეექმნა - TI კვლევა |