ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს
ნავიგატორი
1427


ეკონომიკის სამინისტრო: ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს

საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების, მიწოდების წყაროებისა და მარშრუტების დივერსიფიკაციის გზით- ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია.

უწყების განმარტებით, ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია განსაზღვრულია ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებებით, რაც მოიცავს სამ ძირითად ამოცანას. ესენია: ბაზრის დარეგულირება, მწვანე განახლებადი ენერგიის განვითარება და ენერგოეფექტურობა, რაც ასახულია საკანონმდებლო ინიციატივების პაკეტში.

„ამასთანავე, 2014 წლიდან, ყოველწლიურად დგინდება საქართველოს გადამცემი ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა, რომლის მიზანია ელექტროენერგიტიკული მზარდი მოთხოვნის დაკმაყოფილება, გენერაციის ზრდის უზრუნველყოფა და გადამცემი ქსელის საიმედოობის გაზრდა.

ელექტროენერგიის მოხმარების ზრდა-მოხმარების ბალანსი ყოველთვის ინდიკატიურია და წლის პირველი 2-3 თვით მსჯელობა არ არის მართებული. მით უმეტეს არაა სწორი, რომ 2-3თვის მონაცემებზე ავაგოთ ენერგეტიკის განვითარების სტრატეგია და ახალი ჰესების განვითარება უნდა შევაჩეროთ - ეს საფრთხის შემცველი მოწოდებაა.  მით უფრო, რომ დღეის მდგომარეობით, 20%ზე მეტი იმპორტული ენერგომატარებლების ხარჯზე კმაყოფილდება (ელ.ენერგია, გაზი).

წლიდან წლამდე არსებულ ფაქტიურ მონაცემებზე დაყრდნობით, წლის ჭრილში ვხედავთ ელექტროენერგიის მოხმარების საშუალოდ 5%-იან ზრდას, მოცემული ზრდის ტრენდის შენარჩუნებისა და საპროგნოზოდ კიდევ უფრო მეტად გაზრდის შესახებ არაერთი საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა თუ დონორი ორგანიზაციების მიერ იქნა ანალიზი და შეფასება წარმოდგენილი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის თანახმად, საქართველოს მშპ-ს საშუალო ვადიანი ზრდის პროგნოზი 5%, ხოლო გრძელვადიანი საშუალოდ 4,5%.  შესაბამისი ეკონომიკური ზრდა გამოიწვევს ელექტროენერგიის მოთხოვნის ზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში ის 4,5%-ს გაუტოლდება"- ნათქვამია ეკონომიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, არსებობს არაერთი კვლევა, რომლებიც ადასტურებს, რომ 2030 წელს საქართველოს ელექტროენერგიის მოთხოვნა 21-22 მილიარდ კილოვატ საათს მიაღწევს, რაც დაახლოებით 8 მილიარდი კილოვატ საათით მეტია ქვეყნის არსებულ გენერაციაზე.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ეს ზრდა ადგილობრივი გენერაციით უნდა დაკმაყოფილდეს და ამას ალტერნატივა არ გააჩნია.

„ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ ახალი კანონპროექტი რამდენჯერმე განხილულ იქნა, როგორც განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის წევრებთან, ასევე ენერგეტიკის სფეროში მოქმედ არასამთავრობოებთან და  სხვა დაინტერესებულ პირებთან. აღსანიშნავია ისიც, რომ კანონპროექტზე მუშაობის დროს, რომელიც მომზადდა ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს უშუალო ჩართულობით, მუშაობის პროცესში მრავალჯერ გაიმართა სამუშაო შეხვედრები როგორც პარლამენტარებთან, საჯარო და კერძო სექტორებს შორის დიალოგის ფორმატში გამართულ არაერთ შეხვედრაზე, ასევე ფინანსურ ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან, ენერგეტიკის ექსპერტებთან, პროფესორებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ასეთი ჩართულობა მათ აძლევდათ საშუალებას ჰქონოდათ შენიშვნები და მოსაზრებები, რისი ასახვაც მოხდა კანონპროექტში და სწორედ ამის შემდეგ, როცა ყველა მხარესთან შეჯერდა, გადაეგზავნა მთავრობას დასამტკიცებლად"- ნათქვამია განცხადებაში.

24-04-2019

წყარო: imedinews.ge

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

11-04-2019

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

29-03-2019

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს

05-06-2019

კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

05-06-2019

კადეტთა კორპუსის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა

15-02-2019

კომპანია „Iberostar Group” საქართველოს საინვესტიციო გარემოთი დაინტერესდა

11-04-2019

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტიორი კომპანიების რაოდენობა 37%-ით გაიზარდა

29-03-2019

ვის ეკუთვნის კომპანია, რომელიც თბილისში საცხოვრებელ სახლებთან ელექტროდამტენებს დაამონტაჟებს


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ