თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა
ნავიგატორი
2531

თურქეთიდან იმპორტი 6.4%-ით გაიზარდა, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი კი 24%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარში თურქეთიდან 90.7 მლნ დოლარის იმპორტი განხორციელდა, რაც 6.4%-ით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს.

თურქეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. მისი წილი მთლიან იმპორტში 15.4%-ია.

ამასთან, საქართველოდან თურქეთში ექსპორტი 24%-ით 21.3 მლნ დოლარამდე შემცირდა. თურქეთის წილი მთლიან ექსპორტში 8.9%-ს იკავებს და ის უმსხვილეს საექსპორტო ქვეყნებს შორის მეოთხე ადგილზეა.

ძირითადი პროდუქტი, რომელიც საქართველოში თურქეთიდან შემოდის, არის: მედიკამენტები, მზა ნაწარმი ტანსაცმლის თარგების ჩათვლით, რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, მეტალოკონსტრუქციები, მავთულები და კაბელები.

საქართველოდან კი თურქეთში ექსპორტზე გადის: სპილენძის მადნები და კონცენტრატები, ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, ტრიკოტაჟის ნაწარმი, ფეროშენადნობები.

საქსტატის ცნობით, 2019 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 826.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 7.2%-ითაა გაზრდილი და 238.8 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. იმპორტი 1.1%-ით 588 მლნ აშშ დოლარამდე შემცირდა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 349.2 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2% შეადგინა.

20-02-2019

წყარო: bpn

26-03-2019

„როდესაც მოსახლეობას უჭირს და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა მძიმდება, კრიმინალიც იზრდება“

22-03-2019

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ქუჩებში ჩასატარებლად, 2017-2018 წლებში 7 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა, პროექტი ამ დრომდე არ განხორციელებულა

05-04-2019

გიორგი ქობულია ბულგარეთის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

29-03-2019

წინასწარი მონაცემებით, თებერვალში ეკონომიკა 4.6%–ით გაიზარდა

სიახლეების გამოწერა

Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ