|
| 1729 |
|---|
ქვეყნები, სადაც საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გადის
| აზერბაიჯანი, სომხეთი, უკრაინა, პოლონეთი და ისრაელი - ეს ის ქვეყნებია, სადაც 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან მსხვილი საოჯახო ტექნიკა გავიდა - საერთო ჯამში 3 377 ერთეული. „სტატისტიკის“ ეროვნული სამსახურის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2018 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან სულ 3 774 ერთეული ტექნიკა გავიდა, 2019 წელს კი 3 377 ერთეული. ამასთან, გასულ წელის პირველ კვარტალში ტექნიკის რეექსპორტი განხორციელდა: არაბთა გაერთიანებულ საემიროებში - 72 ერთეული, სომხეთში - 580 ერთეული, აშშ -ში - 1 ერთეული, უკრაინაში - 1701 ერთეული, ყაზახეთში - 298 ერთეული, უზბეკეთში - 210 ერთეული, აზერბაიჯანში - 1345 ერთეული. რაც შეეხება 2019 წლის პირველი კვარტლის მონაცემებს, ასე გამოიყურება: პოლონეთში გავიდა 5 ერთეული კონდიციონერი, აზერბაიჯანში - 373 სარეცხი მანქანა, უკრაინაში - 464 გაზქურა და 483 სარეცხი მანქანა, სომხეთი - 4 გაზქურა და 980 ტელევიზორი, ისრაელში კი 1 068 ერთეული საოჯახო მაცივრის ექსპორტი განხორციელდა. |

25-04-2019
წყარო: bpn.ge
|
01-05-2023 კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად |
|---|
|
18-02-2019 ევექსი 2 კომპანიად იყოფა |
|
10-04-2019 2019 წლის სამ თვეში საქართველოში ირანიდან ნავთობპროდუქტების იმპორტი გაიზარდა |
|
17-07-2019 საინფორმაციო შეხვედრა Ict ტენდერის ფარგლებში |