კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად
ნავიგატორი
428


კონკურსი გაეროს მოდელირების პროექტში მონაწილეობის მისაღებად

საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია იწყებს მონაწილეების შერჩევას „თბილისის გაეროს მოდელირება 2023“-ის გაზაფხულის სესიისთვის, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტზე საქართველოში.

“გაეროს მოდელირება” – ეს არის პროექტი, რომელიც ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს სამი დღის განმავლობაში ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში, სადაც გაეცნობიან გაეროს მუშაობის პრინციპებს და აქტიურად მიიღებენ მონაწილეობას ფორმალურ და არაფორმუალურ მოლაპარაკებებში. პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელიც გადაეგზავნება საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია-ს პარტნიორ ორგანიზაციებს.

 

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალგაზრდა ლიდერები აქტიურად არიან ჩართულნი გაეროს მოდელირების საერთაშორისო პროექტებში, რაც მათ საშუალებას აძლევს:
☀️ გაიუმჯობესონ მოლაპარაკებისა და საჯარო გამოსვლების უნარები;
☀️ გაიღრმავონ ლიდერული თვისებები;
☀️ ახლოს გაიცნონ გაეროს მუშაობის პრინციპები;
☀️ მიიღონ მეტი პრაქტიკული გამოცდილება;
☀️ გაიცნონ და დაუახლოვდნენ თანატოლებს მთელი მსოფლიოდან;

 

დღე 1 – მონაწილეები წარადგენენ თავიანთი ქვეყნების პოზიციას მოცემულ თემასთან დაკავშირებით ( თემა განხილული იქნება კომიტეტების თემატიკიდან გამომდინარე ), კომიტეტში მიმდინარეობს თემის განხილვა , გაანალიზება და მოცემული საკითიხს ირგვლივ პრობლებემის ჩამოყალიბება. ასევე ამავე პრობლემების გადაჭრის გზების ძიება.

დღე 2- მონაწილეები უკვე განხილული თემის მიხედვით იწყებენ მთავარი ნაშრომის „კომუნიკეს“ წერას.

პროექტის დასასრულს თითოეული კომიტეტი გენერალურ ასამბლეაზე წარადგენს სარეზოლუციო პროექტს, რომელსაც დელეგატები კონსტრუქციული დებტებისა და განხილვის შემდეგ კენჭს უყრიან.

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია, აპლიკანტები შეირჩევიან გასაუბრების შედეგად. მონაწილეებს გადაეცემათ ორენოვანი სერთიფიკატი.
○| თარიღი: 20-21-22 მაისი
○| ასაკი: 14-24
○| სამუშაო ენა: ქართული
○| Dress Code: ოფიციალური
პროექტში მონაწილეობის საფასური: 55 ლარი

მონაწილეობის საფასური ფარავს მთელი პროექტის განმავლობაში საკანცელარიო ნივთების, ორენოვანი სერტიფიკატისა და ყველა სხვა საჭირო ღონისძიებებისა თუ აქტივობების საფასურს.

შენიშვნა: თითოეული აპლიკანტი მონაწილეობის საფასურს იხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გაივლის შესარჩევ ეტაპს. შერჩევის შემდეგ, თუ დელეგატი საკუთარი სურვილით გადაიფიქრებს პროექტში მონაწილეობას, გადახდილი თანხა უკან არ დაუბრუნდება.

დელეგატობის მსურველებმა გთხოვთ შეავსოთ აპლიკაცია ქვემოთ მოცემულ ლინკზე:
https://docs.google.com/…/1FAIpQLSfWx3Kc-7a…/viewform…

აპლიკაციის შევსების ბოლო ვადაა 14 მაისი 2023 წელი

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით.
○| Email: georgianmuna@gmail.com
○| +995 (555) 910033 See less

 


 

წყარო: https://stipendia.ge/

01-05-2023

წყარო: საქართველოს გაეროს მოდელირების ასოციაცია

28-02-2019

წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა

19-04-2019

საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის

21-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს

21-10-2022

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით DeGameFi საქართველოში პირველ საერთაშორისო web3 კონფერენციას გამართავს

28-02-2019

წინასწარი შეფასებით, იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 3.5 პროცენტი შეადგინა

19-04-2019

საქართველოს ბანკის ვიზა ბარათის მფლობელები Garmin-ის საათით გადახდებს განახორციელებენ

08-04-2019

Netflix-ი ფასებს ზრდის


სიახლეების გამოწერა











Copyright 2018. www.projects.org.ge. All Rights Reserved.
ვებსაიტი დამზადებულია და ატვირთულია projects.org.ge-ის მიერ